ცვლილება ჯარში: ამერიკელ ჯარისქალებს პომადისა და ფრჩხილებზე ლაქის წასმის უფლებას მისცემენ

CC BY 2.0 / Expert Infantry / Best Army Photos 2ქალი ჯარში წვრთნაზე
ქალი ჯარში წვრთნაზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აღნიშნული გადაწყვეტილება რამდენიმე სპეციალური კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე მიიღება, რომლებიც ძირითადად ქალი–სამხედროებისგან შედგებოდა.

თბილისი, 27 იანვარი — Sputnik. აშშ-ის არმიაში მომსახურე ქალებს თმების „ცხენის კუდად“ შეკვრის, მოკლე ვარცხნილობების, საყურეების ტარებისა და ასევე ფრჩხილებისა და ტუჩების შეღებვის უფლებას მისცემენ, წერს გამოცემა States Daily.

ისრაელის არმია - Sputnik საქართველო
ისრაელის არმიის ჯარისქალების პრობლემა: ლიფით ძილი და მუხლამდე ტრუსი

გამოცემა წერს, რომ ამ ნოვატორული მიდგომის შედეგად ქალი–სამხედროები შეძლებენ როგორც ოქროს, ისე ვერცხლისა და ბრილიანტის თვლებიანი სამკაულების ტარებას.

გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები შევა სამხედრო მოსამსახურეთა გარეგნული სახის მიმართ არსებულ მოთხოვნებში — რამდენიმე სპეციალური კომისიის რეკომენდაციების საფუძველზე, რომლებიც ძირითადად ქალი–სამხედროებისგან შედგებოდა.

„ეს ერთ–ერთი მეთოდია, რომელზეც ჩვენი ჯარისკაცების, ჩვენი ჯარის ცხოვრების გაუმჯობესების მიზნით ვმუშაობთ“, — განაცხადა გენერალ-ლეიტენანტმა გერი ბრიტომ.

მისი თქმით, არმიის პოლიტიკამ მხარი უნდა დაუჭიროს ინკლუზიურობასა და თანასწორობას, რაც ძალიან მნიშვნელოვანია არმიის მზადყოფნისათვის.

 

ყველა ახალი ამბავი
0