16:37 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
25 0 0

არგენტინის ხელისუფლებამ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს გამოყენების ნებართვა 2020 წლის დეკემბერში გასცა

თბილისი, 21 იანვარი - Sputnik. არგენტინის პრეზიდენტ ალბერტო ფერნანდესს კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V“-ს პირველი კომპონენტის ინიექცია გაუკეთეს, ამის შესახებ სახელმწიფოს მეთაურმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა.

„დღეს ავიცერი ვაქცინით „სპუტნიკ V“. მადლობა გამალეის ინსტიტუტსსამეცნიერული საქმიანობისთვის, მათ, ვინც მუშაობდა მასზე და ჩვენი ქვეყნის ყველა მედმუშაკს მათი თავდადებისთვის“, - ნათქვამია განცხადებაში.

ფერნანდესმა ასევე აღნიშნა, რომ ვაქცინა კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტს აყალიბებს და მოქალაქეებს მოუწოდა, მის მაგალითს მიბაძონ.

არგენტინის ხელისუფლებამ რუსული ვაქცინა „სპუტნიკ V"-ს გამოყენების ნებართვა 2020 წლის დეკემბერის ბოლოს გასცა. პირველი დოზებით აცრეს 18-დან 59 წლამდე მედიკოსები და ინტენსიური თერაპიის თანამშრომლები. გუშინ არგენტინის მარეგულირებელმა დაუშვა რუსული ვაქცინით 60 წელს გადაცილებულ მოქალაქეთა აცრა.

ამ დროისთვის ვაქცინა „სპუტნიკ V" დაჩქარებული პროცედურის ფარგლებში უკვე დარეგისტრირებული და დამტკიცებულია არგენტინაში, ბელარუსში, პალესტინაში, არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში, ვენესუელაში, პარაგვაიში, თურქმენეთში, სერბეთში, უნგრეთში, ბოლივიასა და ალჟირში.

მთავარი თემები