16:23 26 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0680
  • 100 RUB4.5218
  • USD3.3265
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
84 0 0

იაპონიაში ფრინველის გრიპის სწრაფი გავრცელება ნოემბერში კაგავას პრეფექტურაში დაიწყო, ვირუსის აფეთქება ქვეყანაში ბოლო 4 წელიწადში ყველაზე მძლავრი გახდა

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. იაპონიაში ფრინველის გრიპის აფეთქების გამო 12 ათას ბატს დახოცავენ, იუწყება სააგენტო Kyodo.

დაავადება ტიბას პრეფექტურაში მდებარე ფრინველის ფერმაში გაჩნდა. აღნიშნულია, რომ ეს მესამე მსგავსი შემთხვევაა. აღნიშნულ ფერმაში დახოცავენ 6 ათას ბატს, ასევე 6 ათას ჭუკს, რომლებიც ბოლო კვირაში სხვა პრეფექტურებში მდებარე ცხრა ფერმას მიაწოდეს.

იანვრის დასაწყისში ფრინველის გრიპის აფეთქება იაპონიის ცენტრალურ, გიფუს პრეფექტურაში დაფიქსირდა. ინფიცირების კერა ქალაქ მინოკამოში მდებარე ფრინველის ფერმაში გამოვლინდა.

ვირუსულ ინფექციასთან ბრძოლის ფარგლებში უკვე 6 მილიონი ქათამი გაანადგურეს.

იაპონურ ფერმებზე ინფექციის ტალღამ ბოლო 4 წელიწადში ყველაზე სერიოზული ეპიდაფეთქება გამოიწვია. სამინისტროს განცხადებით, ფრინველის ხორცის ან კვერცხის საკვებად გამოყენების შედეგად ადამიანების ფრინველის გრიპით დაინფიცირების შესაძლებლობა გამორიცხულია.

ფრინველის გრიპის აფეთქება დაიწყო ნოემბერში, კაგავას პრეფექტურაში კუნძულ სიკოკუზე, რომელიც კუნძულ კიუსიუსთან მდებარეობს.

მთავარი თემები