08:39 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (168)
161 0 0

ინაუგურაციის დღეს ყოფილი პრეზიდენტი თავის შემცვლელს წერილს ახვედრებს ოვალურ კაბინეტში, რათა სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა შესვლისთანავე წაიკითხოს ის

თბილისი, 21 იანვარი — Sputnik. ექს–პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დიდსულოვანი წერილი დამიტოვა, განაცხადა აშშ–ის ახალმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა. ამის შესახებ წერს CNN–ი.

​„რამდენადაც ეს პირადი წერილია, არ ვისაუბრებ მასზე მანამ, სანამ [ტრამპს] არ დაველაპარაკები. მაგრამ ის ძალიან დიდსულოვანი იყო“, — თქვა ბაიდენმა, როდესაც ოვალურ კაბინეტში პირველ განკარგულებებს აწერდა ხელს პრეზიდენტის რანგში.

წინამორბედის მიერ ქვეყნის მომავალი ლიდერისთვის გამოსათხოვარი წერილის დატოვება ერთ–ერთი თანამედროვე ტრადიციაა. ინაუგურაციის დღეს ყოფილი პრეზიდენტი თავის შემცვლელს წერილს ახვედრებს ოვალურ კაბინეტში, რათა სახელმწიფოს ახალმა მეთაურმა შესვლისთანავე წაიკითხოს ის.

ამასთან დონალდ ტრამპი არ დაესწრო ჯო ბაიდენის ინაუგურაციას, რომელიც 20 იანვარს გაიმართა. ტრამპი თეთრი სახლიდან ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე გაფრინდა მერილენდში. ბაიდენმა წინამორბედის ეს გადაწყვეტილება გამართლებულად მიიჩნია.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (168)

მთავარი თემები