მეცნიერებმა ანტიკორონავირუსული ეფექტის სასმელი დაასახელეს

© Pixabay / ivabalkჩაი
ჩაი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თუ ეფექტი რამდენიმე საათს გაგრძელდება, სასმელის სავლებ სითხედ გამოყენების რეკომენდაცია შეიძლება გასცენ, რათა COVID-19-ის გავრცელება შემცირდეს.

თბილისი, 21 იანვარი – Sputnik. შავი ჩაი ადამიანის ნერწყვში SARS-CoV-2-ის დეზაქტივაციას ახდენს, განაცხადეს კიოტოს სამედიცინო უნივერსიტეტის მეცნიერებმა. ინფორმაციას РИА Новости ავრცელებს.

პანდემიის განვითარების ორი მოდელი 2021 წელს: რა მოხდება უკეთეს და უარეს შემთხვევებში - Sputnik საქართველო
პანდემიის განვითარების ორი მოდელი 2021 წელს: რა მოხდება უკეთეს და უარეს შემთხვევებში

აღნიშნულია, რომ ჩაის ფოთლების დამუშავებისას წარმოიქმნება ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები, რომლებიც განსხვავდება ჩაის ჯიშების მიხედვით. ზოგიერთ ასეთ ნივთიერებას კორონავირუსის „გათიშვა“ შეუძლია.

ექსპერიმენტების მსვლელობისას მეცნიერებმა COVID-19-ით ინფიცირებული ხუთი მოხალისის ნერწყვი გამოიყენეს და სინჯარებში მწვანე და შავ ჩაისთან შეურიეს. ცვლილებების გასაკონტროლებლად გამოიყენეს გამოხდილი წყალი, რომელიც ასევე დაამატეს სინჯარაში. ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ შავმა ჩაიმ, მწვანე ჩაისგან განსხვავებით, ხელი შეუწყო ვირუსის ტიტრის ვარდნას – იქამდეც კი, რომ ვირუსის აღმოჩენა შეუძლებელი გახდა.

თუმცა, ამასთან, სპეციალისტებმა დაამატეს, რომ ეს ეფექტი შეიძლება ხანმოკლე იყოს.

„მნიშვნელოვანია განისაზღვროს, რამდენად დიდხანს გაგრძელდება ჩაის ვირუსის საწინააღმდეგო ეფექტი – ვიდრე ვირუსი კვლავ დაგროვდება ნერწყვში და მიაღწევს საკმაოდ მაღალ დონეს ინფექციის სხვა ადამიანებისთვის გადასაცემად“, – ნათქვამია კვლევაში.

მეცნიერები მიიჩნევენ, რომ თუ ეფექტი რამდენიმე საათს გაგრძელდება, შესაძლოა ჩაის გაუწიონ რეკომენდაცია, როგორც სავლებ სითხეს, რათა შემცირდეს COVID-19-ით დაავადების ალბათობა. მათ წამოაყენეს წინადადება, კორონავირუსზე სასმელის ზემოქმედების კვლევა ადამიანის ორგანიზმში ჩატარდეს.

კორონავირუსის ეპიდაფეთქების შემდეგ მსოფლიოში ინფიცირების 94 მილიონი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა რაოდენობამ 2 მილიონს გადააჭარბა. ინფიცირებულებისა და მსხვერპლის რაოდენობით აშშ, ინდოეთი და ბრაზილია ლიდერობენ.

ყველა ახალი ამბავი
0