თბილისი, 19 იანვარი — Sputnik. გერმანიის მოსახლეობას უახლოეს მომავალში ჩვეულ სამედიცინო პირბადეებზე უარის თქმა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, მაღაზიებსა და ტრანსპორტში დაცვის მაღალი ხარისხის მქონე, FFP2 კლასის რესპირატორების ტარება მოუწევს, იუწყება The Guardian.
Germany weighs up mandatory FFP2 masks in shops and on transport https://t.co/U3AtpgOyEJ
— Guardian news (@guardiannews) January 18, 2021
გავრცელებული ინფორმაციით, ხელისუფლება ამ გზით ამკაცრებს ბრძოლას კორონავირუსულ პანდემიასთან.
აღსანიშნავია, რომ ეს ზომა, რომლის დანერგვაც სურს ხელისუფლებას მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე მოქმედებს ბავარიის ფედერალურ მიწაზე.
„24 იანვრამდე ეს ნოვაცია სავალდებულო არ იქნება, მაგრამ ამის შემდეგ მოთხოვნის დარღვევისთვის შესაძლოა სანქციები დაწესდეს“, — წერს გამოცემა.
გარდა გერმანიისა, პირბადეების ნაცვლად რესპირატორების ტარება გადაწყდა ავსტრიაშიც, სადაც ეს ზომა სავალდებულო 25 იანვრიდან გახდება.