თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. მადრიდის ხელისუფლება დიდთოვლობით მიყენებულ ზარალს 1,4 მლრდ ევროდ აფასებს და ესპანეთის მთავრობას ქალაქის კატასტროფის ზონად გამოცხადებას სთხოვს.
„ამ დროისათვის დათვლილი გვაქვს ბოლო დღეების დამანგრეველი შედეგები, რაც 1,398 მილიარდ ევროს შეადგენს“, — განაცხადა ქალაქის მერმა ხოსე ლუის მარტინეს–ალმეიდამ პრესკონფერენციაზე.
ალმეიდამ მოუწოდა ქვეყნის ხელისუფლებას, შეძლებისდაგვარად გამოაცხადოს მადრიდი კატასტროფის ზონად, ვინაიდან საამისოდ ყველა პირობა არსებობს.
Hay motivos suficientes para estudiar la declaración de Madrid como zona catastrófica. Se trataría de beneficiar a los madrileños que peor lo han pasado y que más daños materiales y personales han sufrido. #FilomenaMadrid pic.twitter.com/rd4bpmHFmF
— José Luis Martínez-Almeida (@AlmeidaPP_) January 11, 2021
მანამდე მადრიდის მერია იუწყებოდა, რომ, წინასწარი დათვლებით, ქალაქში დიდთოვლობამ სრულად გაანადგურა ან დააზიანა 150 ათასი ნარგავი, ხოლო შენობა–ნაგებობებს 29,75 მლნ ევროს ზარალი მიადგა.
„კატასტროფის მასშტაბები ისეთია, როგორიც არასდროს გვინახავს. ვითარება მადრიდში — ეს არის სიტუაცია კატასტროფის ზონაში“, — განაცხადა ქალაქის ვიცე-მერმა ბეგონია ვილიასესმა.
მისი განმარტებით, თუ ქალაქი კატასტროფის ზონად გამოცხადდება, ეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ფინანსების მიღებას შეუწყობს ხელს დიდთოვლობის შედეგების აღსაკვეთად. ამასთან ქალაქის ხელისუფლება არ გამორიცხავს, რომ ზარალის რაოდენობა გაიზარდოს.
„მადრიდში 1250 ტონა თოვლი მოვიდა... ქალაქში სიცოცხლე შეწყდა. ეს იყო უბედურება, რასაც ჩვენ ვერ განვჭვრეტდით“, — განაცხადა ქალაქის თავმა.
ამასთან მან გააფრთხილა მოსახლეობა, რომ მადრიდში ცხოვრების ნორმალურ კალაპოტში დაბრუნებას დრო სჭირდება, თუმცა თავად მოსახლეობის ნაწილი დიდთოვლობას ნაკლებად უჩივის და კარგადაც ერთობა – ერთგვარ ტურნირებსაც კი აწყობს გუნდაობაში.
Madrid's Gran Via today was the scene of an epic snowball battle interumpted briefly by a skier who swiftly became the target #NieveInMadrid #Filomena #NevadaMadrid #Madrid #nievemadrid #snow pic.twitter.com/cGsD4Y1ig1
— The Local Spain (@TheLocalSpain) January 9, 2021
ამ დროისათვის ქალაქში გრძელდება გაწმენდითი სამუშაოები, მიმდინარეობს წაქცეული ხეების გატანა, ნაწილობრივ აღდგენილია ავტობუსების, საგარეუბნო და შორი მანძილის მატარებლების მოძრაობა, ასევე ნაწილობრივ დაიწყო მუშაობა „ბარახასის“ აეროპორტმა. სკოლები 18 იანვრამდე დაიკეტა, მოსახლეობა სახლებიდან, დისტანციურად მუშაობს.
გასული კვირის ბოლოს ესპანეთს ქარიშხალი „ფილომენა“ დაატყდა თავს, რომელსაც დიდთოვლობა მოჰყვა. აღსანიშნავია, რომ თოვლის სტიქიამ 1971 წლის რეკორდი მოხსნა და მადრიდის სრული პარალიზება გამოიწვია.