09:27 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (36)
52 0 0

სპეციალურ შოუში, რომელიც ჯო ბაიდენის ინაუგურაციას მიეძღვნება, მონაწილეობას მიიღებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯონ ბონ ჯოვი და სხვა ვარსკვლავები.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ინაუგურაციისადმი მიძღვნილ სპეციალურ 90-წუთიან პროგრამას პოპულარული მსახიობი ტომ ჰენკსი წაიყვანს, იუწყება „ასოშეიტედ პრესი“.

აღინიშნება, რომ ჯო ბაიდენი და კამალა ჰარისი შოუში 90-ე წუთზე გამოჩნდებიან.

გარდა ამისა, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ჯასტინ ტიმბერლეიკი, ჯონ ბონ ჯოვი, დემი ლოვატო და ანტ კლემონსი.

სპეციალური პირდაპირი ეთერი გადაიცემა ტელეარხებით: ABC, CBS, CNN, NBC და MSNBC. პირდაპირი ტელეტრანსლაცია მოეწყობა YouTube-არხითაც და ასევე სოციალური ქსელებით.

ჯო ბაიდენის ინაუგურაცია ამერიკის სხვა პრეზიდენტების ინაუგურაციებისგან განსხვავებული იქნება ვაშინგტონში ცოტა ხნის წინ კაპიტოლიუმზე მიტანილი შტურმის გამო. უსაფრთხოების ზომები კონგრესის მიმდებარედ კიდევ უფრო გაძლიერდება.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ჯო ბაიდენმა თავად მოუწოდა მოსახლეობას, სახლებში დარჩნენ პანდემიური შეზღუდვების გამო და ცერემონიას ტელეეთერებით ადევნონ თვალი.

პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარსაა დაგეგმილი. აშშ-ის 46-ე პრეზიდენტის ინაუგურაციაზე უცხოეთის ქვეყნებს მათი ელჩები წარმოადგენენ.

თემები:
საერთაშორისო პანორამა (36)

მთავარი თემები