00:55 18 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1297)
55 0 0

მეცნიერები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ჯერჯერობით არ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ კოვიდ-ვაქცინები არაეფექტური იქნება ახალი შტამების მიმართ.

თბილისი, 14 იანვარი — Sputnik. აშშ-ის ოჰაიოს უნივერსიტეტის სწავლულებმა კორონავირუსის კიდევ ორი ახალი შტამი აღმოაჩინეს, რომელთაგან ერთი „ბრიტანულ“ შტამს ჰგავს, ხოლო მეორე კიდევ უფრო გადამდებია.

როგორც უნივერსიტეტის განცხადებაშია ნათქვამი, პირველი მუტაცია, მიუხედავად იმისა, რომ „ბრიტანულს“ ჰგავს, დიდი ალბათობით აშშ-ში წარმოიშვა. მეორე შტამმა კი სამი ისეთი გენეტიკური მუტაცია შეიძინა, რომლებიც მანამდე SARS-Cov-2-თან ერთად არ გვხდებოდა.

პირველი შტამი ოჰაიოში გამოუვლინდა პაციენტს და მეცნიერებს ჯერჯერობით არ შეუძლიათ თქვან, რამდენად ფართოდაა ის გავრცელებული. მეორე ვარიანტი კი ქალაქ კოლუმბუსში ჭარბობს 2020 წლის დეკემბრის ბოლოდან.

ამასთან მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მათ ჯერჯერობით არ აქვთ საფუძველი ივარაუდონ, რომ ახალი მუტაციები კოვიდ–ვაქცინების ეფექტურობაზე გავლენას მოახდენს.

კორონავირუს SARS-CoV-2-ის „ბრიტანული“ შტამის შესახებ ინფორმაცია დეკემბრის შუა რიცხვებში გავრცელდა. მოგვიანებით გაერთიანებული სამეფოს ხელისუფლებამ დაადასტურა, რომ ქვეყანაში გამოვლენილი შტამი დიდი სისწრაფით ვრცელდებოდა და მოსახლეობისგან მაქსიმალურ სიფრთხილეს მოითხოვდა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ, წინასწარი მონაცემებით, ახალი შტამი შესაძლოა 70%-ით უფრო გადამდები იყოს, ჯერჯერობით არაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ ის უფრო საშიშია სიკვდილიანობის ან ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1297)

მთავარი თემები