14:59 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (615)
52 0 0

Windows 10X-ის ერთ-ერთი სასარგებლო ფუნქცია Modern Standby-ს რეჟიმი გახდება – ახალი ოფციის საშუალებით სისტემა ძილის რეჟიმიდან გამოსვლისას მუშაობის განახლებას მომენტალურად შეძლებს.

თბილისი, 12 იანვარი - Sputnik. კომპანია Microsoft 2021 წლის მეორე კვარტალში Windows 10-ის ახალი ვერსიის გამოშვებას გეგმავს. Microsoft-ის ოპერაციული სისტემის ახალი ვარიანტი მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს, იუწყება Gizmochina

აღსანიშნავია, რომ Windows 10X-ის ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია Modern Standby-ს რეჟიმი იქნება. თუ ახლა კომპიუტერს ძილის რეჟიმიდან გამოსასვლელად რაღაც დრო სჭირდება, ახალი ოფციის დახმარებით სისტემა მუშაობის განახლებას მომენტალურად შეძლებს. Modern Standby – ეს არის ძილის სპეციალური რეჟიმი, რომლის დროსაც ლეპტოპი მუდმივად განაახლებს ინფორმაციას რეალურ დროში.

საინტერესოა, რომ Windows 10X ძილის რეჟიმში მაინც ჩამოტვირთავს ახალ მეილებს, მიიღებს შეტყობინებებს, მუდმივად განაახლებს სოციალური ქსელის გვერდებს და სხვა კონტენტს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია აღნიშნული ოფციის გამორთვა.

Windows 10X – არის Microsoft-ის ოპერაციული სისტემის ახალი ვერსია, რომელიც შექმნილია განსაკუთრებით ორმაგი ჩვენების მოწყობილობებისთვის. როგორც რედმონდში ამტკიცებენ, იგი თავსებადი იქნება კლასიკურ ნოუთბუქებთანაც.

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (615)

მთავარი თემები