21:38 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
საერთაშორისო პანორამა (32)
80 0 0

ტრამპის მხარდამჭერება საპროტესტო მსვლელობის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ კონგრესი პრეზიდენტის იმპიჩმენტს აპირებდა

თბილისი, 10 იანვარი — Sputnik. კალიფორნიის შტატის ქალაქ სან–დიეგოში შეჯახება მოხდა დონალდ ტრამპის მომხრეებსა და მოწინააღმდეგეებს შორის, იუწყება ტელეარხი Fox5–ი.

გავრცელებული ინფორმაციით, კონფლიქტი სანაპიროზე დაიწყო, სადაც მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერები შეიკრიბნენ მისთვის სოლიდარობის გამოსახატად. მალე მსვლელობას ტრამპის მოწინააღმდეგეები დაუპირისპირდნენ, რაც მხარეთა შეტაკებაში გადაიზარდა.

​აღსანიშნავია, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერთა შორის იყვნენ ანტიფაშისტური ჯგუფებიც.

ამ დროისათვის კონფლიქტი ამოწურულია, პოლიციამ დაპირისპირების შეჩერება მოახერხა.

ტელეარხის ცნობით, აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის მხარდამჭერებმა საპროტესტო მსვლელობის მოწყობა მას შემდეგ გადაწყვიტეს, რაც ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონში მომხდარი არეულობის შემდეგ, კონგრესში ტრამპისთვის იმპიჩმენტის გამოცხადებაზე დაიწყო ლაპარაკი.

6 იანვარს აშშ–ის კონგრესში სხდომა გაიმართა, რომელზეც საპრეზიდენტო არჩევნების კენჭისყრის შედეგები უნდა დამტკიცებულიყო. ამ შედეგების თანახმად, ქვეყნის მომავალი პრეზიდენტი დემოკრატი ჯო ბაიდენი გახდა. დონალდ ტრამპი და მისი მომხრეები არ ეთანხმებოდნენ არჩევნების შედეგებს და ირწმუნებოდნენ, რომ კენჭისყრა გაყალბდა. ბაიდენის მოწინააღმდეგეები თავდაპირველად ვაშინგტონში კაპიტოლიუმის წინ შეიკრიბნენ, მერე კი კონგრესში შეიჭრნენ, რაც არეულობაში გადაიზარდა. მედიის ინფორმაციით, შეტაკებაში დაიღუპა ხუთი ადამიანი, რომელთაგან ერთი პოლიციელი იყო.

 

თემები:
საერთაშორისო პანორამა (32)

მთავარი თემები