08:16 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
32 0 0

უფრო ადრე Twitter–მა განაცხადა, რომ ტრამპის პირად აკაუნტს ბლოკავდა, რისი მიზეზიც ძალადობისკენ წაქეზების მაღალი რისკი იყო

თბილისი, 9 იანვარი – Sputnik. სოციალურმა ქსელმა Twitter–მა აშშ–ის მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინასაარჩევნო შტაბის ანგარიშის მოქმედების შეჩერება გადაწყვიტა, იუწყება РИА Новости.

უფრო ადრე Twitter–მა, ძალადობისკენ წაქეზების მაღალი რისკის მიზეზით, ტრამპის პირადი აკაუნტი დაბლოკა.

პრეზიდენტის რეაქციამ არ დააყოვნა. ტრამპის ოფიციალურ აკაუნტში გამოქვეყნებული იყო განცხადება იმის შესახებ, რომ Twitter–ი მას გაჩუმებას ვერ აიძულებს, თუმცა სოციალური ქსელის მოდერატორებმა ეს პუბლიკაციაც წაშალეს.

დონალდ ტრამპი ბაიდენის ინაუგურაციას არ დაესწრება>>

ტრამპის შტაბის აკაუნტმაც მოქმედი პრეზიდენტის ანალოგიური ტიპის განცხადება გამოაქვეყნა. ამის შემდეგ შტაბის აკაუნტის ფუნქციონირება მაშინვე შეჩერდა.

მთავარი თემები