ტრამპი: ძალაუფლების გადაცემა ორგანიზებულად მოხდება

© AP Photo / Andrew Harnikდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის კონგრესმა არეულობის ფონზე ოფიციალურად დაამტკიცა ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა. კონგრესის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მეთაურის არჩევნების შედეგების გასაჩივრების საკონსტიტუციო შესაძლებლობები საბოლოოდ შეიზღუდა.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი პირობას დებს, რომ 20 იანვარს არჩეული პრეზიდენტისთვის, დემოკრატი ჯო ბაიდენისთვის ძალაუფლების გადაცემა ორგანიზებულად მოხდება – მიუხედავად იმისა, რომ თავად ტრამპი ქვეყანაში გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ ეთანხმება.

კონსტიტუციის თანახმად, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

ვაშინგტონში კომენდანტის საათის და კაპიტოლიუმში მომხდარი არეულობების ფონზე კონგრესმა ხუთშაბათს ბაიდენის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევა დაამტკიცა.

„მიუხედავად იმისა, რომ საერთოდ არ ვეთანხმები არჩევნების შედეგებს, და ფაქტები ჩემს სასარგებლოდ მეტყველებს, 20 იანვარს ძალაუფლების გადაცემა წესისამებრ მოხდება“, – მოჰყავს ტრამპის ციტატა მის თანაშემწეს დენ სკავინოს Twitter-ში.
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
უკვე ოფიციალურად: ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა – არეულობის ფონზე

ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ „ეს საპრეზიდენტო ისტორიაში უდიდესი პირველი ვადის დასასრულს ნიშნავს, ეს მხოლოდ დასაწყისია ჩვენი ბრძოლისა იმისათვის, რომ ამერიკა ისევ დიადი გავხადოთ“.

კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გუშინდელ სხდომაზე უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ სხდომა მოულოდნელად შეწყდა იმის გამო, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და არეულობები მოაწყვეს.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაუდგენელ ვითარებაში პოლიციის მიერ ნასროლმა ტყვიამ სამხედრო–საჰაერო ძალების ვეტერანის ეშლი ბებიტის სიცოცხლე იმსხვერპლა, კაპიტოლიუმთან კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.

 

ყველა ახალი ამბავი
0