უკვე ოფიციალურად: ჯო ბაიდენი აშშ-ის პრეზიდენტი გახდა – არეულობის ფონზე

© REUTERS / KEVIN LAMARQUEჯო ბაიდენი
ჯო ბაიდენი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოთხშაბათს მოქმედი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის მხარდამჭერები ვაშინგტონში შეიჭრნენ კაპიტოლიუმში, შემდეგ – სენატის დარბაზში.

თბილისი, 7 იანვარი – Sputnik. აშშ-ის კონგრესმა ოფიციალურად დაამტკიცა ჯო ბაიდენის პრეზიდენტად არჩევა, იუწყება РИА Новости.

აღინიშნა, რომ დემოკრატების კანდიდატმა საარჩევნო კოლეგიის წევრთა 270-ზე მეტი ხმა მიიღო. ბაიდენს 306 ხმა აქვს, მოქმედ პრეზიდენტ ტრამპს – 232 ხმა.

კაპიტოლიუმის შტურმი - Sputnik საქართველო
არეულობა ვაშინგტონში: დაიღუპა ოთხი ადამიანი

ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა არჩევნების საბოლოო შედეგები ოფიციალურად გამოაცხადა. დემოკრატები ამას ოვაციით შეხვდნენ.

კონგრესის გადაწყვეტილებით სახელმწიფოს მეთაურის არჩევნების შედეგების გასაჩივრების საკონსტიტუციო შესაძლებლობები საბოლოოდ შეიზღუდა.

კონსტიტუციის თანახმად, არჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია 20 იანვარს უნდა გაიმართოს.

კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები გუშინდელ სხდომაზე უნდა დაემტკიცებინა, მაგრამ სხდომა მოულოდნელად შეწყდა იმის გამო, რომ დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმის შენობაში შეიჭრნენ და არეულობები მოაწყვეს.

სამართალდამცველებმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს. დაუდგენელ ვითარებაში პოლიციის მიერ ნასროლმა ტყვიამ სამხედრო–საჰაერო ძალების ვეტერანის ეშლი ბებიტის სიცოცხლე იმსხვერპლა, კაპიტოლიუმთან კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა.

ყველა ახალი ამბავი
0