01:12 17 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
51 0 0

„მოდერნას“ ვაქცინა 18-დან 94 წლამდე ასაკის 28 ათას მოხალისეზე გამოიცადა და მან 94-პროცენტიანი ეფექტურობა გამოავლინა.

თბილისი, 6 იანვარი — sputnik. ევროპის სამკურნალო პრეპარატების სააგენტომ (EMA) ამერიკული კომპანია „მოდერნას“ მიერ წარმოებული ანტიკორონავირუსული ვაქცინისთვის დროებითი სარეგისტრაციო მოწმობის მიცემის რეკომენდაცია გასცა, ნათქვამია რეგულატორის საიტზე.

„ეს მეორე ვაქცინაა, რომელიც EMA-ს მიერაა მოწონებული“, — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან რეგულატორი აზუსტებს, რომ აღნიშნული ვაქცინით აცრა 18 წელს ზემოთ პირებისთვისაა რეკომენდებული.

აღსანიშნავია, რომ დროებითი სარეგისტრაციო მოწმობა პრეპარატის ხარისხის, უსაფრთხოებისა და ეფექტურობის შესახებ მონაცემების ყოველმხრივი შემოწმების შემდეგ გაიცა.

ბოლო ნაბიჯი, რომლის შემდეგაც ვაქცინის ევროკავშირის ტერიტორიაზე გამოყენება დაიშვება, იქნება ევროკომისიის მიერ მისი დამტკიცება.

EMA-ს მონაცემებით, ვაქცინა 18-დან 94 წლამდე ასაკის 28 ათას მოხალისეზე შემოწმდა და მან 94,1%-იანი ეფექტურობა გამოავლინა. რაც შეეხება რისკ-ჯგუფებს, ანუ გულ-სისხლძარღვთა დაავადებების, ფილტვების ქრონიკული დაავადებების, გაცხიმოვნებისა და დიაბეტის მქონე ადამიანებს, რომელთაც დაავადების რთული ფორმით მიმდინარეობის რისკი აქვთ, პრეპარატის ეფექტურობამ მათ შემთხვევაში 90,9%-იანი ეფექტურობა გამოავლინა.

„მოდერნას“ ვაქცინა ორ ეტაპად კეთდება — 28-დღიანი შუალედით. სავარაუდო გვერდით მოვლენათა შორისაა: ანთება ნემსის ჩხვლეტის ადგილზე, დაღლილობის შეგრძნება, თავის ტკივილი, კუნთებისა და სახსრების ტკივილი, კანკალი, ტემპერატურის აწევა — ზომიერი ფორმით. ყველაფერი ეს ვაქცინაციიდან რამდენიმე დღეში ლაგდება.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები