Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ვარსკვლავური წყვილი განქორწინებას აპირებს: „ყველაფერი სერიოზულადაა“

CC0 / Pixabay / განქორწინება
განქორწინება - Sputnik საქართველო
გამოწერა
განქორწინების შემთხვევაში კარდაშიანისა და უესტის დავის საგანი გახდება მათი სახლი კალაბასასში, რომელზეც წყვილმა დაახლოებით 600 მლნ დოლარი დახარჯა.

თბილისი, 6 იანვარი — Sputnik. ამერიკული რეალითი–შოუების ვარსკვლავმა კიმ კარდაშიანმა და რეპერმა კანიე უესტმა ექვსწლიანი ქორწინების შემდეგ გაყრა გადაწყვიტეს, იუწყება გამოცემა Page Six წყაროებზე დაყრდნობით.

​„კიმმა ადვოკატი ლაურა უესერი დაიქირავა და ახლა [კარდაშიანი და უესტი] მოლაპარაკებებს აწარმოებენ“, — ციტირებს გამოცემა ინფორმირებულ წყაროს.

როგორც გამოცემა წერს, წყაროები ირწმუნებიან, რომ წყვილის განქორწინება გარდაუვალია. კიმ კარდაშიანი უკვე აღარ ატარებს საქორწინო ბეჭედს, ხოლო კანიე უესტმა დღესასწაულები ვაიომინგში, საკუთარ სახლში გაატარა და არა კარდაშიანების ოჯახთან.

გავრცელებული ინფორმაციით, განქორწინების შემთხვევაში წყვილის დავის საგანი გახდება მათი სახლი კალაბასასში, რომელზეც მათ დაახლოებით 600 მლნ დოლარი დახარჯეს. კარდაშიანს სურს, რომ სახლი მას და შვილებს დარჩეს.

წყაროები ასევე აღნიშნავენ, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც წყვილის განქორწინების შესახებ იწყება საუბარი, თუმცა ამჯერად „ყველაფერი ბევრად სერიოზულადაა“.

კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი ოთხ ბავშვს ზრდის. კარდაშიანისთვის ეს განქორწინება რიგით მესამე იქნება.

 

ყველა ახალი ამბავი
0