23:53 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
367 0 0

პრეზიდენტი არმენ სარქისიანი ახალ წელს ოჯახთან ერთად დიდ ბრიტანეთში შეხვდა, სადაც ეს საშიში ვირუსი გადაედო.

თბილისი, 5 იანვარი – Sputnik. სომხეთის პრეზიდენტმა არმენ სარქისიანმა ლონდონში ფეხზე ოპერაცია ჩაიტარა, რომელიც წარმატებით დასრულდა, თუმცა მას კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამი დაუდასტურდა, იუწყება „Sputnik–სომხეთი“ პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით.

პრეზიდენტი, რომელიც თავისი შვებულების ფარგლებში ახალ წელს ოჯახთან და შვილიშვილებთან ერთად დიდ ბრიტანეთში შეხვდა, დროებით დისტანციურად იმუშავებს.

დიდ ბრიტანეთში კორონავირუსის პანდემიის გამო 5 იანვრიდან მესამე ეროვნული კარანტინი გამოცხადდა. როგორც ქვეყნის პრემიერმა ბორის ჯონსონმა ტელემიმართვისას განაცხადა, „ვირუსის ახალი ვარიანტი საშინელი სისწრაფით ვრცელდება“.

დეკემბრის შუა რიცხვებში ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი შტამის SARS-CoV-2 შესახებ განაცხადა. ის ჩვეულებრივი კორონავირუსისგან განსხვავებით, ადამიანს ადამიანისგან 70%-ით უფრო სწრაფად გადაედება. მაგრამ მონაცემები მისი გავლენის შესახებ სიკვდილიანობის ან ჰოსპიტალიზების ზრდაზე ჯერჯერობით არ არსებობს.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)

მთავარი თემები