გარდაიცვალა ჟოფრეის როლის შემსრულებელი მსახიობი რობერ ოსეინი

© photo: Sputnik / Valery Levityn / გადასვლა მედიაბანკშირობერ ოსეინი
რობერ ოსეინი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ოსეინი 100-ზე მეტი ფილმშია გადაღებული, მაგრამ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ის სწორედ გრაფ დე პეირაკის როლით დაიმახსოვრეს

თბილისი, 31 დეკემბერი – Sputnik. ცნობილი ფრანგი მსახიობი, რეჟისორი და თეატრის მოღვაწე, რობერ ოსეინი 93 წლის ასაკში გარდაიცვალა, იუწყება ფრანგული მედია მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით.

ოსეინის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნამუშევარია გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის როლი განთქმულ კინოსერიალში „ანჟელიკა - ანგელოზების მარკიზა“.

ოსეინი 100-ზე მეტ ფილმშია გადაღებული. კინოში შეტანილი წვლილის გამო მას საპატიო ლეგიონის ორდენის კომანდორის წოდება მიენიჭა.

მსახიობის ცნობილი მას შემდეგ გახდა, რაც რეჟისორ ბერნარ ბორდერის წინადადება მიიღო და სათავგადასავლო მელოდრამაში „ანჟელიკა - ანგელოზების მარკიზა“ შეასრულა მთავარი როლი - გრაფ ჟოფრეი დე პეირაკის. გადასაღებ მოედანზე მისი პარტნიორი გახდა მიშელ მერსიე. ფილმი 1964 წელს გამოვიდა ეკრანებზე და მას თავბრუდამხვევი წარმატება ხვდა წილად. შემდეგ იყო გაგრძელება - კიდევ ოთხი ფილმი ანჟელიკაზე. ამ ნამუშევარმა ოსეინსა და მერსიეს მსოფლიო პოპულარობა მოუტანა - ფილმების სერიას მილიარდზე მეტმა მაყურებელმა უყურა.

მისი პირველი მეუღლე (1955-1959) იყო მსახიობი მარინა ვლადი, მეორე (1962-1964) - ფსიქოანალიტიკოსი და კინოსცენარისტი კაროლინ ელიაშევი. მესამე მეუღლე 1976 წელს გახდა მსახიობი ქენდის პატუ.

ყველა ახალი ამბავი
0