მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

Fox News: სულეიმანის წლისთავზე ირანი შესაძლოა შეტევისთვის ემზადებოდეს

© AP Photo / Ebrahim Norooziგამოთხოვება სულეიმანისთან
გამოთხოვება სულეიმანისთან  - Sputnik საქართველო
გამოწერა
გენერალ ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის შემდეგ თეირანში განაცხადეს, რომ არ აპატიებენ ვაშინგტონს გენერლის „ლაჩრულ მკვლელობას“

თბილისი, 31 დეკემბერი — Sputnik. აშშ–ის დაზვერვა არ გამორიცხავს, რომ ირანმა გენერალ ქასემ სულეიმანის დაღუპვის წლისთავზე  შეტევა მიიტანოს შეერთებულ შტატებზე ან მათ მოკავშირეებზე ახლო აღმოსავლეთში, იუწყება Fox News–ი ანონიმ სამხედრო წყაროზე დაყრდნობით.

გრაფიტი თეირანში აშშ-ის ყოფილი საელჩოს კედელზე - Sputnik საქართველო
ტრამპის ბოლო დარტყმის მოლოდინში: ირანმა ბირთვული ობიექტების დაცვა გააძლიერა

ტელეარხის ცნობით, სამშაბათ დილით ჩრდილოეთ დაკოტის ავიაბაზიდან სპარსეთის ყურისკენ ორი ბომბდამშენი B-52 გაფრინდა იმისათვის, რომ წყაროს ინფორმაცია გადაემოწმებინა.

გავრცელებული ინფორმაციით, მონიტორინგულმა გაფრენამ ინციდენტების გარეშე ჩაიარა, თუმცა მისიის კონკრეტული შედეგები არ საჯაროვდება.

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის გენერალი ქასემ სულეიმანი შეერთებულმა შტატებმა მიმდინარე წლის 3 იანვარს ბაღდადის აეროპორტთან მოკლა. მაშინ პრეზიდენტმა ტრამპმა განაცხადა, რომ სულეიმანი აშშ-ის ოთხ საელჩოზე თავდასხმას ამზადებდა. ამის პასუხად 8 იანვარს ირანმა რაკეტები გაუშვა ერაყში მდებარე ორი ამერიკული სამხედრო ბაზის მიმართულებით. საგარეო საქმეთა მინისტრმა საიდ ჰათიბზადემ განაცხადა, რომ თეირანი არ დაივიწყებს და არ აპატიებს ვაშინგტონს სულეიმანის „ლაჩრულ მკვლელობას“.

 

ყველა ახალი ამბავი
0