მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ქვეყნის ლიდერის რეიტინგმა დაიწია: გერმანიას ახალი ფავორიტი ჰყავს

© photo: Sputnik / Alexey Vitvitsky / გადასვლა მედიაბანკშიანგელა მერკელი
ანგელა მერკელი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოკითხვით გაირკვა, რომ წლის გამარჯვებული განსაკუთრებით პოპულარულია ქალთა შორის – მას ქალების 66% უჭერს მხარს.

თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. ქვეყნის მოსახლეობაში პოპულარობის მხრივ გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა იენს შპანმა კანცლერ ანგელა მერკელს გადაუსწრო, იუწყება გამოცემა Bloomberg საზოგადოებივი აზრის კვლევის ინსტიტუტ Kantar-ის გამოკითხვის შედეგებზე დაყრდნობით.

გამოცემის ინფორმაციით, გამოკითხვის შედეგებმა ხაზი გაუსვა შპანის პოტენციალს, გახდეს ევროპის უმსხვილესი ეკონომიკის მქონე ქვეყნის მომავალი ლიდერი. 

კვლევის მონაცემებით, რესპონდენტთა 52% თანახმაა, რომ შპანს 2021 წელს გერმანიის „პოლიტიკაში მაქსიმალური გავლენა“ ჰქონდეს. აღსანიშნავია, რომ 2019 წლის ბოლოსთვის ამ მოსაზრებას მოსახლეობის მხოლოდ 28% უჭერდა მხარს.

ამასთან აღინიშნება, რომ იენს შპანი განსაკუთრებით პოპულარულია ქალებში (66%).

„დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ შპანი წლის გამარჯვებულია. მოქალაქეთა აზრით, ის კარგ პოლიტიკას ატარებს კორონავირუსის პირობებში“, — აცხადებს Kantar-ის ექსპერტი ტორსტენ შნაიდერ–ჰააზე.

რაც შეეხება ანგელა მერკელს, რომელიც გასულ წელს პირველ ადგილს იკავებდა გამოკითხვის თანახმად, წელს მეორე პოზიციაზე გადავიდა 51%-ით.

ლიდერთა ხუთეულში ასევე შევიდნენ: ბავარიის პრემიერ-მინისტრი მარკუს ზიოდერი (50%), ვიცე-კანცლერი და ფინანსთა მინისტრი ოლაფ შოლცი (47%) და შინაგან საქმეთა მინისტრი ჰაიკო მაასი (40%).

აღსანიშნავია, რომ მანამდე ავტორიტეტულმა ამერიკულმა გამოცემა Finencial Times-მა 2020 წლის ყველაზე გავლენიანი 12 ქალის სია გამოაქვეყნა, რომელთა შორის ანგელა მერკელმა მერვე ადგილი დაიკავა. 

 

ყველა ახალი ამბავი
0