თბილისი, 28 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა 2021 წლის ბიუჯეტს, რომელიც, კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით, ასევე მოიცავს 900 მლრდ დოლარის ოდენობის ეკონომიკური დახმარების პაკეტს, იუწყება პრეზიდენტის თანაშემწე ჯად დირი საკუთარ Twitter-ზე.
🚨🚨🚨President @realDonaldTrump has signed H.R. 133, an Act making consolidated appropriations for the fiscal year ending September 30, 2021, providing coronavirus emergency response and relief, and for other purposes.
— Judd Deere (@JuddPDeere45) December 28, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, პრეზიდენტმა ხელი კანონპროექტის თავდაპირველ ვარიანტს მოაწერა, რომელიც პანდემიით ეკონომიკურად დაზარალებულ თითოეულ პირზე 600 დოლარის გადახდას ითვალისწინებს, ნაცვლად 2 ათასი დოლარისა, როგორც ამას ტრამპი მოითხოვდა.
- აშშ-ის 2021 ფინანსური წლის სახელმწიფო ბიუჯეტი 1,4 ტრილიონი დოლარით განისაზღვრა.
აღსანიშნავია, რომ ბიუჯეტის პროექტი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი პრეზიდენტსა და კანონმდებლებს შორის. მოქმედი პრეზიდენტი აცხადებდა, რომ მას ხელს არ მოწერდა და დოკუმენტში ცვლილებების შეტანას მოითხოვდა.