13:05 21 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9977
  • 100 RUB4.4864
  • USD3.2982
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
166 0 0

ერთი თვის წინ ცნობილმა პოლიტიკოსმა განაცხადა, რომ თავი სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობების დროს ლექციებს წაკითხვით გაჰქონდა, მაგრამ პანდემიამ მან ეს შესაძლებლობა წაართვა

თბილისი, 26 დეკემბერი – Sputnik. ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა პოლონელმა პოლიტიკოსმა, ნობელის ლაურეატმა და ქვეყნის ექს-პრეზიდენტმა ლეხ ვალენსამ ტელეარხ Polsat News-ს ეთერში განაცხადა, რომ ფინანსურად ძალიან უჭირს.

„წელს ვერავის ვერ ვაჩუქებ საჩუქრებს, რადგან გაკოტრებული ვარ. იყო დრო, როდესაც მქონდა ფული და ვარიგებდი. დავარიგე და ცარიელი ჯიბით დავრჩი“, - განაცხადა ვალენსამ.

ექს-პრეზიდენტის თქმით, ადრე აქტიურ საქმიანობას ეწეოდა და ფულსაც „შოულობდა“. ვალენსამ აღნიშნა, რომ მას გამომუშავებული თანხები ჰყოფნიდა, მაგრამ ახლა ყველაფერი „მორჩა“ და აღარაფერი არ აქვს.

ვალენსა - XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია. ჯერ კიდევ 1980-იან წლებში მან შექმნა პროფკავშირი „სოლიდარობა“, რომელიც „მუშათა პარტიას“ უპირისპირდებოდა. ვალენსა ციხეში იჯდა, ხოლო 1990 წელს ქალაქ გდანსკის ნავსაყუდელის ყოფილი ელექტრიკოსი პოლონეთის პრეზიდენტი გახდა და პოსტს 1995 წლამდე იკავებდა.

მთავარი თემები