როგორ მუშაობს სოროსის ფონდი მოლდოვაში? დეპუტატის გამოძიება

© © Sputnik / Mihai Carausბოგდან ცირდია
ბოგდან ცირდია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოლდოვის პარლამენტის წევრს ბოგდან ცირდიას მიაჩნია, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებსაც დასავლური სტრუქტურები აფინანსებენ, პოსტსაბჭოთა სივრცეში გავლენის ორ ხაზს იყენებენ — რბილსა და ხისტს.

მისი თქმით, დასავლური არასამთავრობო ორგანიზაციების გავლენა თითქმის ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში შეინიშნება. დეპუტატი განმარტავს, როგორ მუშაობენ ეს სტრუქტურები და რისი მიღწევა სურთ.

ფაქტებით უნდა დაამტკიცო

სოროსის ფონდი და კონრად ადენაუერის ფონდი მოლდოვაში არაერთ არასამთავრობო ორგანიზაციას აფინანსებენ, ირწმუნება ბოგდან ცირდია. მისი თქმით, ეს არასამთავრობოები კი თავიანთ ქმედებებს ერთმანეთთან ათანხმებენ და სპოსორების ინტერესებში მოქმედებენ, მათ შორის, პოლიტიკურ ინტერესებშიც. საკუთარი მოსაზრებები პოლიტიკოსმა ჩამოაყალიბა წიგნში სათაურით „მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოება: სპონსორები. NGO–კრატია. კულტურული ომები“. და ამ მოსაზრებების გასამყარებლად 1500-ზე მეტი ბმული მონიშნა მის ფურცლებზე.

ბრატისლავა, სლოვაკეთი - Sputnik საქართველო
საქართველომ, უკრაინამ და მოლდოვამ ბრატისლავაში ერთობლივ განცხადებას მოაწერეს ხელი

„წიგნის მოლდოვურ ენაზე გამოსვლას მყისიერი რეაქცია მოჰყვა ჯერ მოლდოვაში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელ პეტერ მიხალკოს მხრიდან, შემდეგ კი ჰოლანდიის ელჩისა და სოროსის ფონდის მხრიდან“, — ამბობს დეპუტატი.    

ბოგდან ცირდიას 759-გვერდიანი წიგნი მიმდინარე წლის 21 ოქტომბერს გამოიცა და სოროსის ფონდმა იმავე საღამოს შეაფასა ის „მოლდოვის სამოქალაქო საზოგადოებაზე უხეშ თავდასხმად“.

„ჩემი ნაშრომი იმაში დაადანაშაულეს, რომ ის დემოკრატიას, სამართლის უზენაესობასა და ზოგადად ევროპულ ფასეულობებს ემუქრება. მაგრამ თუ ფონდი სიტყვის თავისუფლებას უჭერს მხარს, მაშინ იქნება მანამდე წიგნზე გვემსჯელა? თუ თქვენ ფიქრობთ, რომ მასში ტყუილი და სიყალბეა, ნახეთ მასში 1519 ბმული და 600 წყარო. მე პოლემიკისთვის მზად ვარ“, — ამბობს ცირდია.

მაგრამ, როგორც დეპუტატი აცხადებს, ოპონენტები დუმან.

მოღვაწეობის არეალი

როგორც ცირდია ამბობს, პოსტსაბჭოთა სივრცეზე აქტიურად ნერგავენ მოსაზრებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები — ეს სამოქალაქო საზოგადოებასთან ტოლობის ნიშანია, მაგრამ ეს ასე არ არის. მისი თქმით, გარედან დაფინანსებული ორგანიზაციები ნაკლებად ეხებიან რეალურ ლოკალურ პრობლემებს — მხოლოდ სპონსორების დღის წესრიგს მიჰყვებიან.

„მაგალითად მოლდოვა ავიღოთ. რა პრობლემებს აშუქებენ არასამთავრობოები აქ? რადიკალურ ფემინიზმს, იუვენალურ იუსტიციას, დემოკრატიზაციას — ისე, როგორც ეს მათ ესმით. რა საერთო აქვს ამას ჩვენს პრობლემებთან? ჩვენი პრობლემები არის სიღარიბე (ჩვენ ევროპის ყველაზე ღარიბი ქვეყანა ვართ), კორუმპირებულობა — რაშიც უკრაინას ვეჯიბრებით, და უმუშევრობა. ჩვენი მოქალაქეების მესამედი საზღვარგარეთ იმყოფება“, — აცხადებს წიგნის ავტორი.

პოლიტიკოსის აზრით, დასავლური ფონდების საქმიანობა სიტყვით კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება, მაგრამ რეალურად ყველაფერი დაკვირვებებითა და სხვადასხვა სიების შედგენით შემოიფარგლება, მაგალითად, სიტყვის თავისუფლების რეიტინგითა თუ დემოკრატიის ინდექსით.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები. რა სურპრიზს უმზადებს აშშ კიშინიოვს - Sputnik საქართველო
მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნები. რა სიურპრიზს უმზადებს აშშ კიშინიოვს

„მაგრამ ეს ხომ სინამდვილეში ვითარებას არ ცვლის, — ამბობს ცირდია. — ნახეთ მოლდოვის არასამთავრობოების ბიუჯეტი — ეს მილიონობით დოლარია. განათლების ბიუჯეტი კი ბევრად ნაკლებია, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოების განვითარებისთვის სწორედ ეს სფეროა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი. ევროპულ სტრუქტურებს უყვართ თქმა, რომ მოლდოვას ფულს აძლევენ. მაგრამ სად არის ის რეალურად? იუსტიციის რეფორმისთვის გამოყოფილი 100 მლნ ევროდან მხოლოდ 10 მლნ დაიხარჯა უშუალოდ სასამართლოების აღჭურვაზე. ძირითადი ნაწილი ის კანტორებია, რომლებიც თითქოს რეფორმებს ახდენენ იუსტიციაში. გამოდის, რომ ფონდი ფულს თავის თავს აძლევს“.  

მოლდოველი დეპუტატი მიიჩნევს, რომ სოროსის ფონდის მიერ დაფინანსებული ორგანიზაციები ყველა ქვეყანაში ერთნაირად იქცევიან და ორი სახის სამუშაოს ასრულებენ.

„მაგალითად: სოროსის ფონდი ყველგან ერთდროულად გამოჩნდა და თავიდან ისტორიის შესახებ წიგნების დაფინანსება დაიწყო. რაზე წერდნენ ამ წიგნებში? თითოეულ ქვეყანას შთააგონებდნენ, რომ ის ჩამორჩენილი იყო და ახლა მას დაეხმარებოდნენ. მერე ფონდმა საგრანტო პროექტები წამოიწყო. რისთვის? ნორჩი ტვინების მისაზიდად. მათ ვითომ სემინარებისა და კვლევებისთვის კრებდნენ, ადამიანები კი, ისე, რომ თავადაც ვერ აცნობიერებდნენ, საკუთარი სახელმწიფოების შესახებ სადაზვერვო ინფორმაციებს გასცემდნენ. ამას არავინ აკონტროლებდა, ვინაიდან 1990-იანებში „ბარდაგი“ იყო“, — მიაჩნია პოლიტიკოსს.

ცირდიას განმარტებით, მოქმედების პირველი ვარიანტი — ეს რბილი ნაბიჯებია: „თავდაპირველად ქვეყანაში იხსნება ფონდი, რომელიც ქმნის არასამთავრობო და არაკომერციულ ორგანიზაციებს, შემდეგ კი თავად იწყებს სხვა სტრუქტურების დაფინანსებას და ასე ყალიბდება ქსელი, რომელიც ქვეყნის ინტერესებს კი არ ემსახურება, არამედ სპონსორებისას. ქსელური პრინციპებითვე აწინაურებს ფონდი თავის ხალხს ხელისუფლების სტრუქტურებში“.

ამის მაგალითად ცირდიას სომხეთი მოჰყავს, სადაც ნიკოლ ფაშინიანის მმართველობის პერიოდში მაღალ თანამდებობებზე სოროსის ფონდის წარმომადგენლები დაინიშნენ.

სხვადასხვა ფონდების ხისტი გავლენის მაგალითად კი მოლდოველი დეპუტატი ბელარუსში მომხდარ არეულობებს ასახელებს: „დასავლეთი ღიად უჭერს მხარს ბელარუსულ ოპოზიციას. ვფიქრობ, ბელარუსში არავის გაუანალიზებია ადგილობრივი ფონდების საქმანობა ღრმად, რევოლუცია ხომ ასე უბრალოდ არ ხდება — მისთვის პირობების შექმნაა საჭირო“.

ყველა ახალი ამბავი
0