მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

თუ ტრამპი სამხედრო მდგომარეობას გამოაცხადებს: პენტაგონში სცენარებს განიხილავენ

გამოწერა
პენტაგონში შიშობენ, რომ ტრამპს შეუძლია თავისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინოს და ახალი ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემას ხელი შეუშალოს.

თბილისი, 25 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის შეიარაღებული ძალებისა და ვაშინგტონის სიახლოვეს განლაგებული სამხედრო ნაწილების სარდლობა განიხილავს მოქმედების სცენარს იმ შემთხვევისთვის, თუ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებას შეეცდება ჯო ბაიდენის ინაუგურაციამდე, წერს გამოცემა Newsweek პენტაგონში წყაროებზე დაყრდნობით.

თეთრი სახლი - Sputnik საქართველო
არსებობს ხელისუფლების მიტაცების საფრთხე: თეთრი სახლი სულ უფრო შიშობს

წყაროს ინფორმაციით, დისკუსიები თეთრი სახლისა და ტრამპის მომხრეებისგან ფარულად მიმდინარეობს.

გამოცემის ცნობით, პენტაგონში არ გამორიცხავენ, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეიძლება თავისი მრავალრიცხოვანი მხარდამჭერების მობილიზაცია მოახდინოს, რათა ხელი შეუშალოს ბაიდენის ადმინისტრაციისთვის ხელისუფლების გადაცემას. ისინი უშვებენ პრაქტიკულად არარეალურ სცენარსაც, რომლის თანახმადაც ტრამპმა შეიძლება ჯარები აამოქმედოს საარჩევნო ბიულეტენების მთვლელი მანქანების მისატაცებლად და სცადოს რაიმე სახით მიაღწიოს ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების გადახედვას.

გამოცემის წყაროებს უკიდურესად აშფოთებთ ის, რომ ამგვარ კრიზისში შესაძლოა თავდაცვის სამინისტროც იყოს ჩათრეული.

„პრეზიდენტი ახლა კორონავირუსის გამო უპრეცედენტო უფლებამოსილებით არის აღჭურვილი. ამ ვითარებამ ის შეიძლება დაარწმუნოს, მით უმეტეს, თუ ზოგ თავის მომხრეს დაუგდებს ყურს, რომ უსაზღვრო ძალაუფლება აქვს და კანონზე მაღლა დგას“, — ციტირებს გამოცემა ერთ-ერთი წყაროს, გადამდგარი გენერლის სიტყვებს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე გამოცემა Axios-მა, მაღალჩინოსან წყაროებზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ძალიან დიდ დროს ატარებს თავის ყოფილ თანაშემწესთან უსაფრთხოების საკითხებში მაიკლ ფლინთან. ჩინოვნიკებს აშფოთებთ ფლინის იდეები ქვეყანაში სამხედრო მდგომარეობის გამოცხადებისა და საარჩევნო უბნებიდან ხმის დამთვლელი მანქანების კონფისკაციის შესახებ.

 

ყველა ახალი ამბავი
0