14:37 02 მარტი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0101
  • 100 RUB4.4917
  • USD3.3268
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
98 0 0

ახლა კი ორი ათასგვერდიანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება დიდი ბრიტანეთის პარლამენტმა უნდა მოახდინოს

თბილისი, 24 დეკემბერი — Sputnik. დიდმა ბრიტანეთმა და ევროკავშირმა მიაღწიეს შეთანხმებას სავაჭრო გარიგებაზე Brexit-ის შესახებ, განაცხადა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა.

„გარიგება მიღწეულია“ - დაწერა მან თავის Twitter-აკაუნტში.

ახლა კი ორი ათასგვერდიანი მნიშვნელოვანი საერთაშორისო დოკუმენტის რატიფიცირება პარლამენტმა უნდა მოახდინოს.

თავის მხრივ, ევროკომისიის ხელმძღვანელმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი საერთო მიზნების მისაღწევად თანამშრომლობას გააგრძელებენ.

„დროა გადავფურცლოთ გვერდი და მომავალში გავიხედოთ. დიდი ბრიტანეთი რჩება პარტნიორად, რომელსაც შეგვიძლია ვენდოთ, ჩვენ მოკავშირეებად ვრჩებით. ჩვენ საერთო ინტერესებს ვიზიარებთ“, - განაცხადა მან პრესკონფერენციაზე.

სავაჭრო შეთანხმების დებულებებთან დაკავშირებული მოლაპარაკებები რამდენიმე თვით წინ შეჩერდა: ძირითადი უთანხმოება თევზჭერის რეჟიმის საკითხში გაჩნდა. დიდ ბრიტანეთს თევზჭერის ზოგიერთი ზონის სუვერენიტეტის უფლების შენარჩუნება სურდა, ევროკავშირი კი ამ რაიონებში კავშირის ცალკეული სახელმწიფოების მეთევზეებისთვის სამრეწველო თევზჭერის უფლების შენარჩუნებას მოითხოვდა.

ორივე მხარე ევროკავშირის შემადგენლობიდან დიდი ბრიტანეთის გასვლას გარიგების გარეშე ბოლომდე არ გამორიცხავდა. არსებული პროგნოზებით, მხარეთა მოლაპარაკებებზე წარუმატებლობის შემთხვევაში ბრიტანეთის მშპ 15 წლის შემდეგ 7,6%-ით შემცირდებოდა.

მთავარი თემები