მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სენსაციური აღმოჩენა: ნაპოვნია ქრისტეს ჯვარცმის ხის ლურსმანი – ფოტო

CC0 / Pixabay / ხის დაფაში ჩარჭობილი ლურსმანი
ხის დაფაში ჩარჭობილი ლურსმანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
არქეოლოგებმა საიდუმლო ოთახი იპოვეს, რომელშიც ოქრო-ვერცხლით მოჭედილი ზარდახშა ინახებოდა, მის შიგნით კი ხის ლურსმნის 6 სმ ზომის ფრაგმენტი იდო.

თბილისი, 23 დეკემბერი — Sputnik. ჩეხი არქეოლოგების ექსპედიცია მილევის უძველეს მონასტერში სენსაციური შედეგით დასრულდა — მეცნიერებმა ქრისტეს ჯვარცმის მუხის ლურსმანი იპოვეს, იუწყება ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო ČTK.

​გავრცელებული ინფორმაციით, მონასტრის სკანირების შედეგად ექსპერტებმა აღმოაჩინეს საიდუმლო დერეფანი, რომლის ბოლოშიც მცირე ზომის ოთახი მდებარეობს. არქეოლოგებმა ოთახში, ადამიანისა და ცხოველების ნეშტების გარდა, აღმოაჩინეს ოქროთი და ვერცხლით შეჭედილი ზარდახშა, რომელშიც ლურსმნის 6 სმ ზომის ფრაგმენტი ინახებოდა.

  • ზარდახშის ერთ-ერთ ფირფიტაზე ამოკვეთილია ჯვარი და ასოები IR, რაც „მეფე იესოს“ აღნიშნავს.

საიდუმლო საგანძური, ექსპერტების აზრით, იშვიათი არტეფაქტების სამალავად გამოიყენებოდა, რათა ისინი მე-15 საუკუნეში ჰუსიტების შემოსევებისგან დაეცვათ.

არქეოლოგიური გათხრები - Sputnik საქართველო
აღმოჩენილია სახლი, რომელშიც იესო ქრისტემ ბავშვობა გაატარა: ვიდეო

არქეოლოგები ამბობენ, რომ მათ ჯერჯერობით არ შეუძლიათ იმის მტკიცება, რომ ეს ნამდვილად ჯვარცმის ლურსმანია, თუმცა აღნიშნავენ, რომ ნაპოვნი იმაზე მეტად მნიშვნელოვანია, ვიდრე წმინდა მავრის სანაწილეა (ოქროს დიდი ზარდახშა სამი წმინდანის ნაწილებით: წმინდა მავრის, წმინდა იოანე ნათლისმცემლისა და წმინდა ტიმოთესი).

აღსანიშნავია, რომ 1187 წელს აგებული მილევის მონასტერი 1420 წელს ჰუსიტებმა დაიპყრეს. სწორედ მათ გაანადგურეს არქივი, რის გამოც არ შემონახულა ინფორმაცია, თუ რა იყო დაცული მონასტერში.

ექსპედიციის მონაწილე არქეოლოგის ირჟი შინდელარჟის თქმით, ლურსმნის ნამდვილობას სხვა ექსპერტები დაადგენენ მომავალ წელს. თუმცა მკვლევართა ჯგუფმა უკვე გაარკვია, რომ ზარდახშის დასამზადებლად გამოყენებული მუხის ჯიში ისრაელში იზრდებოდა ძველი წელთაღრიცხვის 260-დან ჩვენი წელთაღრიცხვის 416 წლამდე.

ჩეხი მღვდელმსახურები ჯერჯერობით ფრთხილად ეკიდებიან აღმოჩენას და აცხადებენ, რომ დაელოდებიან ლურსმნის ყველა კვლევის დასრულებას.

 

ყველა ახალი ამბავი
0