ჯო ბაიდენი პირდაპირ ეთერში აიცრა კორონავირუსზე: ვიდეო

© AP Photo / Carolyn Kasterჯო ბაიდენი ვაქცინაციის დროს
ჯო ბაიდენი ვაქცინაციის დროს - Sputnik საქართველო
გამოწერა
ვაქცინის პირველი დოზის შეყვანის შემდეგ ჯო ბაიდენმა მადლობა გადაუხადა ექიმებს და განმარტა, რატომ ჩაიტარა ვაქცინაცია საჯაროდ.

თბილისი, 22 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეულ პრეზიდენტს ჯო ბაიდენს ნიუარკის (დელავერის შტატი) ჰოსპიტალში კორონავირუსზე ვაქცინაცია ჩაუტარდა, იუწყება ტელეარხი CNN.

გავრცელებული ინფორმაციით, ბაიდენს Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის პირველი დოზა შეუყვანეს, რამდენიმე კვირის შემდეგ კი ახლადარჩეული პრეზიდენტი პრეპარატის მეორე დოზასაც მიიღებს.

​აღსანიშნავია, რომ ვაქცინაციის პროცესს CNN პირდაპირ ეთერში გადასცემდა.

ინექციის შემდეგ ჯო ბაიდენმა სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

„მე ამას იმისთვის ვაკეთებ, რომ ხალხი მზად იყოს ვაქცინაციისთვის, როგორც კი ვაქცინა ხელმისაწვდომი გახდება“, — აღნიშნა ახლადარჩეულმა პრეზიდენტმა.

ცნობილი ხდება, რომ მანამდე, 21 დეკემბერს კოვიდ–აცრა ასევე გაიკეთა მისმა მეუღლემ ჯილ ბაიდენმაც. ხოლო არჩეული ვიცე-პრეზიდენტი კამალა ჰარისი და მისი მეუღლე დუგლას ემჰოფი მომდევნო კვირაში აიცრებიან.

 

ყველა ახალი ამბავი
0