00:53 25 თებერვალი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0355
  • 100 RUB4.5065
  • USD3.3198
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1314)
270 0 0

დღემდე გამოვლენილი ყველა მუტაცია, ასეთი კი რამდენიმე იყო, ან ვერ მოძლიერდა ან არ მოქმედებს ვირუსის გავრცელებასა და, რაც მთავარია, დაავადების მიმდინარეობის დამძიმებაზე, ფიქრობენ ექსპერტები

თბილისი, 21 დეკემბერი - Sputnik. კორონავირუსის ახალი „ბრიტანული“ შტამი - ესაა მორიგი მუტაცია, რომელსაც ნეიტრალური ხასიათი აქვს და ნოემბრის დასაწყისში გაჩნდა. ამის შესახებ როსპოტრებნადზორის დირექტორის მოადგილე ალექსანდრ გორელოვმა განაცხადა.

„ყველა რნმ-გენომურმა ვირუსმა თავის გადასარჩენად და ადამიანის პოპულაციაში დასამკვიდრებლად უნდა განიცადოს მუტაცია. ესეც არის მორიგი მუტაცია, რომელსაც, უპირველეს ყოვლისა, აქვს ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობა იმისათვის, რომ შეასრულოს მარკერის როლი ამა თუ იმ შტამის გავრცელებაზე“, - აღნიშნა მან.

ამასთან, გორელოვის თქმით, ინფორმაცია ახალი ვარიანტის სწრაფი გავრცელების შესახებ „ოფიციალურად დადასტურებული არ არის“.

„ყველა მუტაცია, ასეთი კი კორონავირუსის გენომში დაახლოებით სამი პროცენტი იყო, ან ვერ დამკვიდრდა, ან არ მოქმედებს ინფექციის გავრცელებაზე და, რაც მთავარია - დაავადების მიმდინარეობის დამძიმებაზე“, - განმარტა მან.

პირველად COVID-19-ის ახალ შტამზე ერთი კვირის წინ დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა განაცხადა. მისი სიტყვებით, ის უფრო სწრაფად ვრცელდება, ვიდრე ვირუსის სხვა სახეობები, ეს ბრიტანეთის ახალი რესპირატორული ვირუსების საფრთხეების საკონსულტაციო საბჭომაც დაადასტურა. როგორც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აღნიშნეს, იგივე მუტაცია აღმოაჩინეს ასევე ნიდერლანდებში, დანიასა და ავსტრალიაში.

ვაქცინა „სპუტნიკ  V“ COVID-19-ის „ბრიტანული“ შტამისგან იცავს - გამალეის ცენტრი >>

მიუხედავად იმისა, რომ ინგლისში აცხადებენ, რომ კორონავირუსის ახალი შტამი 70%-ით უფრო სწრაფად ვრცელდება, ჯერ არ არსებობს მტკიცებულებები იმისა, რომ ის უფრო სახიფათოა სიკვდილიანობის და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით, ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ის სხვაგვარად რეაგირებს ვაქცინაზე. ზოგიერთმა ქვეყანამ ბრიტანეთთან საავიაციო კავშირი შეაჩერა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1314)

მთავარი თემები