17:47 20 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
45 0 0

Brexit-ის გარდამავალი პერიოდი ამ წლის ბოლოს მთავრდება, რის შემდეგაც ბრიტანეთმა საბოლოოდ უნდა დატოვოს ევროკავშირი.

თბილისი, 21 დეკემბერი — Sputnik. ევროკავშირი და დიდი ბრიტანეთი ვერ მოასწრებენ დაასრულონ Brexit-ის შემდეგ ურთიერთობების შესახებ მოლაპარაკებები წლის ბოლომდე, იუწყება გაზეთი The Guardian წყაროზე დაყრდნობით.

გავრცელებული ინფორმაციით, მხარეებმა მთავარ პრობლემურ საკითხში — თევზჭერის წესებში პროგრესს მიაღწიეს, მაგრამ მოლაპარაკებათა პროცესი მაინც ვერ დაასრულეს.

ბრიტანეთისა და ევროკავშირის გუნდები მოლაპარაკებებს დღეს განაახლებენ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე ევროპარლამენტმა უარი თქვა შეთანხმებისთვის კენჭისყრაზე, თუ ის კვირამდე არ დაიდებოდა.  

Guardian-ის ინფორმაციით, ვადების დარღვევის გამო ევროპარლამენტს შეუძლია არ უყაროს კენჭი შეთანხმებას წლის ბოლომდე. არსებობს რისკი, რომ შეთანხმება ახალი წლის პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში არ იმოქმედებს იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეები შეთანხმდებიან.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის ბოლოს მთავრდება Brexit-ის გარდამავალი პერიოდი, 1 იანვრიდან დიდმა ბრიტანეთმა საბოლოოდ უნდა დატოვოს ევროკავშირი. ახლა მომლაპარაკებლები ცდილობენ გააფორმონ შეთანხმება, რომელიც Brexit-ის შემდეგ ორი მხარის ურთიერთობებს დაარეგულირებს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები