მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

შვეიცარიის პარლამენტმა ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაუშვა

CC0 / Pixabay / ერთნაირად ჩაცმული ახალგაზრდა ქალები სახლების ფონზე
ერთნაირად ჩაცმული ახალგაზრდა ქალები სახლების ფონზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქამდე შვეიცარიაში მოქმედებდა კანონი, რომელიც ერთნაირსქესიან მოქალაქეებს „დარეგისტრირებული პარტნიორობის“ გაფორმების უფლებას აძლევდა, მაგრამ შვილის აყვანას უკრძალავდა.

თბილისი, 18 დეკემბერი — Sputnik. შვეიცარიის ფედერალურმა კრებამ (პარლამენტმა) მოიწონა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინებას უშვებს, იუწყება Business Times პარლამენტის საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაზე დაყრდნობით.

დამოუკიდებლობის დღე - Sputnik საქართველო
ერთნაირსქესიანთა ქორწინება: მომხრე და წინააღმდეგი ქართველი პოლიტიკოსები

ცნობილი ხდება, რომ ეროვნულ საბჭოში (პარლამენტის ქვედა პალატა) კანონს 136-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 48 წინააღმდეგი იყო, ხოლო ცხრამ თავი შეიკავა.

რაც შეეხება კანტონთა საბჭოს (ზედა პალატა), ინიციატივას 24-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 11 წინააღმდეგი იყო, შვიდმა თავი შეიკავა.

კანონის თანახმად, გარდა იმისა, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინება დაიშვება, ლესბოსელებს სპერმის ბანკზე წვდომის უფლებაც ეძლევათ.

კანონს შვეიცარიის ულტრაკონსერვატიული ქრისტიანული პარტია ეწინააღმდეგება, რომელიც მანამდე აცხადებდა, რომ ქვეყანაში ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას გეგმავდნენ.

აღსანიშნავია, რომ შვეიცარიაში ერთნაირსქესიან ადამიანებს 2007 წლიდან აქვთ უფლება, გააფორმონ ე.წ. დარეგისტრირებული პარტნიორობა, თუმცა ასეთ წყვილებს ბავშვების შვილად აყვანა ეკრძალებათ.

ყველა ახალი ამბავი
0