მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

პრეზიდენტი იზოლაციაშია: ემანუელ მაკრონს COVID-19 დაუდასტურდა

© AP Photo / Roman Koksarovემანუელ მაკრონი
ემანუელ მაკრონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საფრანგეთის პრეზიდენტი, სანიტარიული ნორმების შესაბამისად, ერთი კვირის განმავლობაში იქნება იზოლირებული.

თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი კორონავირუსით დაინფიცირდა, იუწყება ელისეს სასახლის პრეს-სამსახური.

„რესპუბლიკის პრეზიდენტს დღეს დადებითი პასუხი გამოუვლინდა COVID-19-ის ტესტზე", — ნათქვამია განცხადებაში.

აღინიშნება, რომ დიაგნოზი RTPCR ტესტის საფუძველზე დაისვა, რომელიც პირველი სიმპტომების გამოსავლენადაა განკუთვნილი.

ელისეს სასახლე აღნიშნავს, რომ პრეზიდენტი მაკრონი, როგორც ეს მოქმედი სანიტარიული წესებითაა განსაზღვრული და ყველასთვის სავალდებულოა, შვიდი დღის განმავლობაში იქნება იზოლაციაში.

 

ყველა ახალი ამბავი
0