თბილისი, 17 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ახლადარჩეული პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ვაჟი ჰანტერ ბაიდენი კვლავ ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა ინტერნეტით გავრცელებული იმ წერილის გამო, რომელიც მან ჩინური ენერგეტიკული კომპანია CEFC-ს თავმჯდომარეს ე ცზიანმინს გაუგზავნა, იუწყება Fox News.
Hunter Biden in 2017 sent 'best wishes' from 'entire Biden family' to China firm chairman, requested $10M wire https://t.co/XU6RYE3pPQ
— Fox News (@FoxNews) December 16, 2020
გავრცელებული ინფორმაციით, წერილში, რომელიც 2017 წლის 18 ივნისითაა დათარიღებული, ჰანტერ ბაიდენი ცზიანმინს ატყობინებს, რომ დასრულდა ერთობლივი საწარმოს SinoHawk Holdings-ის შექმნა და მას 10 მლნ დოლარის შეძლებისდაგვარად სწრაფად გადარიცხვას სთხოვს „ერთობლივი საქმეების საჭიროებისამებრ დაფინანსებისა და მართვისთვის“.
Fox News-ის ინფორმაციით, რომელმაც ჰანტერ ბაიდენს, ცზიანმინსა და მათ სხვა პარტნიორებს შორის მიმოწერა შეისწავლა, მოთხოვნილი 10 მილიონი დოლარის გადარიცხვა არ შესრულებულა.
მიუხედავად ამისა, გამოცემის ინფორმაციით, ეს დამატებითი საბაბია აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის ვაჟის „ბნელ საქმეებზე“ სასაუბროდ. მით უმეტეს, რომ ამ დროისათვის დელავერის შტატისა და ასევე ნიუ-იორკის ხელისუფლება უკვე იძიებენ ჰანტერ ბაიდენის ფინანსურ საქმეებს.
აღსანიშნავია, რომ ჰანტერ ბაიდენის ადვოკატს ჯერჯერობით არანაირი კომენტარი არ გაუკეთებია სკანდალური წერილის პუბლიკაციასთან დაკავშირებით. თავად ჯო ბაიდენმა კი ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ დარწმუნებულია, რომ მის შვილს არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია.