Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

ლონდონში კორონავირუსის გამო შეზღუდვები გაამკაცრეს

© AP Photo / Matt Dunhamკორონავირუსის პანდემია. ლონდონი
კორონავირუსის პანდემია. ლონდონი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქვეყანაში საყოველთაო „ლოკდაუნი“ 3 დეკემბერს შეზღუდვების საშუალო დონით შეიცვალა, მაგრამ დედაქალაქში მაშინვე დაავადებულთა ზრდა დაფიქსირდა.

თბილისი, 15 დეკემბერი — Sputnik. ლონდონში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ოთხშაბათს შეზღუდვების მკაცრი დონე ამოქმედდება, ამის შესახებ ორშაბათს დიდი ბრიტანეთის ჯანდაცვის მინისტრმა მეტ ჰენკოკმა პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა.

მაღაზია - Sputnik საქართველო
„ნუ ყიდულობთ ყველაფერს“: ბრიტანელები მაღაზიებს აცარიელებენ

ქვეყანაში საყოველთაო „ლოკდაუნი“ 2 დეკემბერს დასრულდა. ამის შემდეგ დაწესდა შეზღუდვების საშუალო დონე, მაგრამ დედაქალაქში მაშინვე დაფიქსირდა COVID-19-ით დაავადებულთა ზრდა. გრინვიჩის რაიონში ყველა სკოლა დაიკეტა.

ამიტომ ახლა დედაქალაქი უფრო სერიოზულ შეზღუდვებს უბრუნდება – კაფეები და რესტორნები გატანის და მიტანის სერვისზე გადავლენ, ქომაგებს სტადიონებზე აღარ დაუშვებენ, დაიკეტება თეატრები. პარკებში ამოქმედდება „ექვსის წესი“ – იქ ერთად შეკრება შეუძლია მაქსიმუმ ექვს პირს, სოციალური დისტანციის დაცვით.

მკაცრ „ლოკდაუნამდე“ საქმე ჯერ არ მისულა, ამიტომ მაღაზიები და სილამაზის სალონები იმუშავებს.

ყველა ახალი ამბავი
0