10:22 26 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0147
  • 100 RUB4.3931
  • USD3.3043
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
105 0 0

Brexit-ის სავაჭრო შეთანხმების გარეშე გაფორმება ბრიტანეთს მომავალ წელს კვების პროდუქტებზე საბაჟო გადასახადებს 3 მლრდ გირვანქა სტერლინგით გაუზრდის და, შესაბამისად, პროდუქტები გაძვირდება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. ბრიტანეთის რიტეილერთა კონსორციუმმა (BRC) მოუწოდა მოსახლეობას, თავი შეიკავონ მაღაზიებიდან საქონლის მასობრივად შესყიდვისგან, იუწყება გამოცემა The Independent.

გავრცელებული ინფორმაციით, იმის გამო, რომ ქვეყანამ ევროკავშირთან სავაჭრო შეთანხმება ვერ გააფორმა და გაერთიანებიდან გასვლა შეიძლება ამ შეთანხმების გარეშე მოუხდეს, მოსახლეობა იმარაგებს ყველაფერს, რაზეც ხელი მიუწვდება.

„სავაჭრო ორგანიზაციები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ გაუთვალისწინებელი მდგომარეობისთვის მოემზადონ: ზრდიან კონსერვების, ტუალეტის ქაღალდისა და სხვა იმ პროდუქციის მარაგებს, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში ინახება“, — განაცხადა BRC-ს აღმსარულებელმა დირექტორმა ჰელენ დიკინსონმა.

მისი თქმით, ბრიტანელებს არ სჭირდებათ ჩვეულებრივზე მეტი საკვები პროდუქტების მომარაგება, ვინაიდან Brexit-ის შედეგები, უარეს შემთხვევაში, მხოლოდ იმპორტირებულ ახალ პროდუქტებს შეეხება, რომლებიც დიდი ხნის განმავლობაში არც ინახება.

ამასთან ჰელენ დიკინსონი ხაზს უსვამს, რომ დიდი ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლისთვის „მზადყოფნა ძალიან ძნელია“, ვინაიდან ბოლომდე ჯერ კიდევ არავინ იცის, კონკრეტულად რა სფეროებში ელის ქვეყანას ცვლილებები.

The Independent-ის განმარტებით, Brexit-ის სავაჭრო შეთანხმების გარეშე გაფორმება დიდი ბრიტანეთისთვის 2021 წელს კვების პროდუქტებზე საბაჟო გადასახადების 3 მლრდ გირვანქა სტერლინგით გაზრდასა და ფასების მატებას ნიშნავს.

დიკინსონის თქმით, სწორედ მოსახლეობას მოუწევს „საფასურის გადახდა“ იმისთვის, რომ ლონდონსა და ბრიუსელს მოლაპარაკების უნარი არ აღმოაჩნდათ და სავაჭრო შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

კვირას ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა და ევროკომისიის თავმჯდომარემ ურსულა ფონ დერ ლიაიენმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს და აღნიშნეს, რომ მხარს უჭერენ მოლაპარაკებების გაგრძელებას Brexit-თან დაკავშირებით.

ბრიტანეთმა ევროკავშირი 2021 წლიდან უნდა დატოვოს და მხარეებმა დეკემბერში უნდა მოასწრონ იმ პინციპების შეთანხმება, რომლებზე დაყრდნობითაც ექნებათ ურთიერთობები სხვადასხვა სფეროებში — ეკონომიკიდან ვაჭრობამდე და გემთმშენებლობამდე.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები