მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჟურნალისტის ჩამოხრჩობის გამო: ევროკავშირის ქვეყნები ირანის ფორუმს პროტესტს უცხადებენ

© photo: Sputnik / Vladimir Fedorenko / გადასვლა მედიაბანკშითეირანი
თეირანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ირანში ჩამოხრჩობილი ჟურნალისტი პარიზში ცხოვრობდა, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არ ამხელს, როგორ მოახერხა მისი დაკავება.

თბილისი, 14 დეკემბერი — Sputnik. საფრანგეთი, გერმანია, იტალია და ავსტრია არ მიიღებენ მონაწილეობას ირანის ბიზნეს-ფორუმში, სადაც რამდენიმე დღის წინ საინფორმაციო პორტალის ხელმძღვანელი რუჰოლა ზამი ჩამოახრჩვეს, იუწყება საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

​ირანის ხელისუფლებამ „ამად ნიუზის“ ხელმძღვანელი შაბათს დასაჯა სიკვდილით. პარიზმა ეს ბარბაროსობად შეაფასა, რის შემდეგაც საფრანგეთის ელჩი ირანის საგარეო საქმეთა უწყებაში დაიბარეს (გერმანიის ელჩის კვალდაკვალ) და პროტესტი განუცხადეს.

„ჟურნალისტ რუჰოლა ზამის ბარბაროსულ და დაუშვებელ დასჯასთან დაკავშირებით საფრანგეთი, ისევე, როგორც გერმანია, ავსტრია და იტალია, აუქმებს თავისი ელჩის მონაწილეობას ევროპა–ირანის ბიზნეს–ფორუმში“, — ნათქვამია საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს Twitter-აკაუნტზე.

ამის პარალელურად გამოიცა ორგანიზატორების განცხადება ფორუმის გადატანის თაობაზე, რომელიც 14–16 დეკემბერს უნდა გამართულიყო ონლაინ–ფორმატში.

ამერიკელი სამხედრო საბრძოლო ქმედების დროს - Sputnik საქართველო
ირანული საფრთხე: ამერიკული ძალები საომარ მზადყოფნაში მოიყვანეს

ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა 2019 წლის ოქტომბრის შუა რიცხვებში გაავრცელა ინფორმაცია რუჰოლა ზამის დაკავების შესახებ. ღია წყაროების თანახმად, ზამი აქტიურად აშუქებდა 2017–2018 წლებში მთელი ირანის მასშტაბით მიმდინარე საპროტესტო აქციებს.

როგორც სააგენტო IRNA წერს, ჟურნალისტი, რომლის საქმიანობასაც თითქოს საფრანგეთის დაზვერვა წარმართავდა, ხოლო აშშ-ის და ისრაელის სპეცსამსახურებისგან მხარდაჭერას იღებდა, „ანტირევოლუციური მოღვაწეობისთვის“ დააპატიმრეს. ამასთან მასვე მიეწერებოდა პუბლიკაციის გამოქვეყნება, რომელშიც ცეცხლგამჩენი ნარევების დამზადების წესები იყო აღწერილი და ჩამოთვლილი იყო არეულობის დროს ქცევის წესები.

სააგენტო „ასოშეიტედ პრესის“ მონაცემებით, ირანიდან დევნილი რუჰოლა ზამი პარიზში ცხოვრობდა. ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსი არ აკონკრეტებს, როგორ მოახერხა მისი დაკავება.

ყველა ახალი ამბავი
0