13:00 24 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
69 0 0

740 მილიარდიან ბიუჯეტს მხარი დაუჭირა სენატორების უმრავლესობამ და წარმომადგენელთა პალატის ორ მესამედზე მეტმა წევრმა

თბილისი, 13 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აპირებს დაადოს ვეტო თავდაცვის ბიუჯეტს, მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტს ამერიკელ კონგრესმენთა უმრავლესობამ მხარი დაუჭირა. ამის შესახებ თეთრი სახლის მეთაურმა თავის Twitter-ში დაწერა.

„ჩვენი კანონი თავდაცვის ბიუჯეტის შესახებ სხვებზე მეტად ჩინეთს ასარგებლებს. მე ვეტოს დავადებ!“ - დაწერა ამერიკის პრეზიდენტმა.

740 მილიარდი დოლარის ბიუჯეტს მხარი დაუჭირა სენატორების უმრავლესობამ და წარმომადგენელთა პალატის ორ მესამედზე მეტმა წევრმა. მსგავსი მხარდაჭერის დახმარებით დოკუმენტი პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას შეძლებს.

კერძოდ, თავდაცვის ბიუჯეტის პროექტი ითვალისწინებს რუსული გაზსადენების - „ჩრდილოეთის ნაკადი - 2“-ის და „თურქული ნაკადის“ - წინააღმდეგ შეზღუდვების გაფართოებას, ამერიკელი და რუსი სამხედროების თანამშრომლობის აკრძალვას, თურქეთის წინააღმდეგ სანქციებს ანკარისთვის რუსული სარაკეტო კომპლექს ЗРК С-400-ის მიწოდებისთვის, ასევე სხვა ღონისძიებებს.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები