17:26 25 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0228
  • 100 RUB4.4121
  • USD3.3044
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)
85 0 0

გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა ნოემბერში გამოაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კოვიდ-ვაქცინამ კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე 95%-იანი ეფექტი გამოავლინა.

თბილისი, 12 დეკემბერი – Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკელები კომპანიების Pfizer და Moderna-ს ვაქცინების უსაფრთხოებაში დაარწმუნა.

„Pfizer-მა და Moderna-მ განაცხადეს, რომ მათი ვაქცინები ეფექტურია დაახლოებით 95%-ით, რაც მოსალოდნელს გაცილებით აჭარბებს, ეს ვაქცინები ასევე ძალიან უსაფრთხოა“, - დაწერა ტრამპმა Twitter-ში.

პრეზიდენტის თქმით, ჩატარებული კვლევების შედეგების მიხედვით, ორივე ვაქცინამ „უსაფრთხოების ოქროს სტანდარტი“ გადალახა, ხოლო აშშ „გახდა პირველი ქვეყანამ რომელმაც უსაფრთხო ვაქცინა შექმნა“.

„სიამაყით მინდა გაუწყოთ, რომ ჩვენ შევქმენით შესაძლებლობები იმისათვის, რომ ეს ვაქცინა ყველა ამერიკელისთვის უფასო ყოფილიყო“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

აშშ-ის საკვები პროდუქტებისა და მედიკამენტების ხარისხის სანიტარული ზედამხედველობის სამმართველომ (FDA) პარასკევს დაამტკიცა ვაქცინა, რომელიც ამერიკული კომპანია Pfizer-ისა და გერმანული BioNTech-ის მიერ არის შექმნილი. კომპანია Moderna-მ ასევე შეიტანა განაცხადი FDA-ში გადაუდებელი გამოყენებისთვის ლიცენზირების მოსაპოვებლად.

ტრამპი ირწმუნება, რომ „პირველი ვაქცინაცია 24 საათზე ნაკლებ დროში ჩატარდება“ და აცხადებს, რომ ვაქცინის მიწოდება სხვადასხვა შტატებში უკვე დაწყებულია.

„პანდემია შეიძლება კი დაიწყო ჩინეთში, მაგრამ ჩვენ მას პირდაპირ აქ, ამერიკაში დავასრულებთ“, - ირწმუნება ტრამპი და აღნიშნავს, რომ ვაქცინის წყალობით ქვეყანა „ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდება“.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1300)

მთავარი თემები