მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

აფეთქება მზეზე: დედამიწა ამაღამ პლაზმის ღრუბელში ჩაიძირება

© NASA . Goddard Space Flight Centerგეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე
გეომაგნიტური ქარიშხალი მზეზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი 17–21 დეკემბერსაა მოსალოდნელი, როდესაც მისი ძალა კოლოსალურ ნიშნულს — ხუთ ბალს (G5) მიაღწევს.

თბილისი, 9 დეკემბერი ― Sputnik. დედამიწა ერთი დღე-ღამით ჩაიძირება პლაზმის ღრუბელში, რომელიც მზეზე ძლიერი აფეთქების დროს გამოიტყორცნება, იუწყება მზის რენტგენული ასტრონომიის ლაბორატორია.  

„მზეზე აფეთქებით გამოწვეული პირველი გეომაგნიტური ქარიშხალი დედამიწაზე 2020 წლის 9-10 დეკემბრის ღამითაა მოსალოდნელი. ამის მიზეზი იქნება მზის ნივთიერებების მასები, რომლებიც ჩვენი ვარსკვლავის ატმოსფეროდან 7 დეკემბრის საღამოს მომხდარი აფეთქების დროს გამოიტყორცნა და ამჟამად დედამიწისკენ ვრცელდება“, ― ნათქვამია შეტყობინებაში.

მზის პლაზმის პირველი ღრუბლები დედამიწის ახლო სივრცეს 9 დეკემბრის ღამით მოუახლოვდება, ხოლო აფეთქების ძირითადი ბირთვი დედამიწის ორბიტას შუაღამისას მოაღწევს. ჩვენი პლანეტა მზის ნივთიერებაში მთლიანად იქნება ჩაძირული 10 დეკემბრის შუადღემდე.

გეომაგნიტური ქარიშხალი - Sputnik საქართველო
მოემზადეთ უმაღლესი დონის მაგნიტური ქარიშხლისთვის: ცნობილი გახდა დეკემბრის სახიფათო დღეები

მიუხედავად იმისა, რომ მაგნიტური ველის საშუალებით ჩვენი პლანეტა მზეზე მიმდინარე მოვლენების ზემოქმედებისგან დაცულია, მზის მძლავრი აფეთქებები გეომაგნიტურ ქარიშხლებს იწვევს. ეს კი გავლენას ახდენს ადამიანთა ჯანმრთელობაზე და ასევე შეფერხებებს იწვევს როგორც სახმელეთო, ისე კოსმოსური საკომუნიკაციო ტექნიკის მუშაობაში.

ლაბორატორიის ცნობით, მზეზე მომხდარი ბოლო აფეთქება C კლასს მიეკუთვნება, ანუ მინიმალურს. საშუალო M კლასამდე მას სიმძლავრის მესამედი არ ეყო.

მანამდე მზის რენტგენულის ასტრონომიის ლაბორატორიამ გაავრცელა ცნობა დეკემბერში მოსალოდნელი მაგნიტური ქარიშხლების შესახებ. ყველაზე ძლიერი და ხანგრძლივი მაგნიტური ქარიშხალი თვის მესამე დეკადაში, 17–21 დეკემბერსაა მოსალოდნელი, როდესაც მაგნიტური ქარიშხლის ძალა კოლოსალურ ნიშნულს — ხუთ ბალს (G5) მიაღწევს.

ყველა ახალი ამბავი
0