12:41 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
51 0 0

მიტინგი გაიმართა მოლდოვის ახალარჩეული პრეზიდენტის მხარდაჭერით, რომელიც რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს მოთხოვნით გამოვიდა

თბილისი, 6 დელემბერი — Sputnik. კიშინიოვში გამართული ანტოსამთავრობო მიტინგის მონაწილეებმა ერთხმად მიიღეს რეზოლუცია და პრემიერ-მინისტრ იონ კიკუს გადადგომა მოითხოვეს, იუწყება Sputnik-მოლდოვა.

„ჩვენ, მოლდოვის მოქალაქეები, საპროტესტო მიტინგზე მოვითხოვთ იონ კიკუს მთავრობის დაუყოვნებლივ გადადგომას. ჩვენ მოვითხოვთ პარლამენტის რიგგარეშე არჩევნებს, რადგან მან მთლიანად დაკარგა ლეგიტიმურობა და აღარ წარმოადგენს მოლდოვის მოქალაქეთა ინტერესებს. თუ ხელისუფლება არ შეასრულებს ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს, უფლებას ვიტოვებთ გამოვიყენოთ ყველა კანონიერი მეთოდი, რათა ძალაუფლების მიტაცებას წინ აღვუდგეთ“, - ნათქვამია რეზოლუციაში.

მასში სხვა მოთხოვნებიც არის მითითებული. კერძოდ, მიტინგის მონაწილეებმა მოითხოვეს იმ კანონპროექტების ბათილად ცნობა, რომლებიც პარლამენტმა მიმდინარე კვირაში მიიღო.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ დეპუტატებმა მხარი პრეზიდენტის უფლებამოსილების შეზღუდვას დაუჭირეს. მას ინფორმაციისა და უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელობის უფლება ჩამოერთვა. მაია სანდუმ, რომელმაც საპრეზიდენტო არჩევნებზე გაიმარჯვა, ამ გადაწყვეტილებას სახელმწიფოს მოქმედი მეთაურის, იგორ დოდონის და მისი მომხრე სოციალისტების პარტიის მხრიდან „ძალაუფლების უზურპაციის მცდელობა“ უწოდა.

მან მოქალაქეებს მიტინგზე შეკრებისკენ მოუწოდა და რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების მოთხოვნით გამოვიდა. სანდუმ განაცხადა, რომ მთავრობა ვერ უმკლავდება სანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისს.

სანდუმ გაიმარჯვა მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართა. ცენტრალური საარჩევნო კომისიის საიტზე გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, სანდუმ ხმების 57,75% მიიღო, ხოლო დოდონს ხმა ამომრჩევლების 42,25%-მა მისცა. თანამედროვე მოლდოვის ისტორიაში ქვეყნის პრეზიდენტი პირველად გახდება ქალი. ახალი პრეზიდენტის ინაუგურაცია 24 დეკემბერს არის დაგეგმილი.

მთავარი თემები