პენსიონერმა ქალმა მეზობლებს ექვსი მილიონი ევრო დაუტოვა

© photo: Sputnik / Mikhail Kutuzov / გადასვლა მედიაბანკშიევროს კუპიურები
ევროს კუპიურები - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქალი 2016 წელს მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა და 2019 წელს 81 წლის ასაკში გარდაიცვალა

თბილისი, 5 დეკემბერი – Sputnik. გერმანიის ჰესენის მხარის ვალდსოლმსის კომუნაში მცხოვრებმა რენატა ვედელმა, რომელიც გასულ წელს გარდაიცვალა, თავისი თემის მცხოვრებლებს 6,2 მილიონი ევრო უანდერძა. ამის შესახებ ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ვებგვერდზეა ნათქვამი, წერს РИА Новости.

მემკვიდრეობა მოიცავს საბანკო ანგარიშს, აქციებს, ძვირფასეულობას, სახლს და ქონებას.

კომუნის ბურგომისტრმა ბერნდ ჰაინემ გამოცემა Hessenschau-თან გამოტყდა, რომ თავიდან არ დაიჯერა, რომ შემოწირულობა ამხელა თანხას წარმოადგენდა. „თავიდან მეგონა, რომ სადღაც მძიმე დაიკარგა“, - განაცხადა მან.

ჰაინემ აღნიშნა, რომ თანხა დაიხარჯება საზოგადოებრივ ობიექტებზე, ინფრასტრუქტურაზე, მათ შორის ველობილიკებზე, აუზზე, საბავშვო ბაღებზე და ა.შ.

რენატა ვედელი თავის მეუღლე ალფრედთან ერთად ვალდსოლმსში 1975 წელს გადავიდა. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ 2016 წლიდან ფრანკფურტის მოხუცებულთა სახლში ცხოვრობდა და 81 წლის ასაკში 2019 წლის დეკემბერში გარდაიცვალა.

ყველა ახალი ამბავი
0