04:20 16 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0033
  • 100 RUB4.4956
  • USD3.2987
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო და მეცნიერება (606)
168 0 0

ჩეხი მეცნიერების მიერ შექმნილ ინოვაციურ ქაღალდს, რომელმაც ტესტირებისას დაადასტურა სრული ეფექტურობა, მსოფლიოში ანალოგი არ აქვს.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ჩეხეთის მეცნიერებათა აკადემიის მეცნიერება გამოიგონეს ქაღალდი, რომელსაც მის ზედაპირზე მოხვედრილი ვირუსების, მათ შორის, ახალი ტიპის კორონავირუსის განადგურება შეუძლია, იუწყება ჩეხეთის საინფორმაციო სააგენტო CTK.

სიახლის ერთ-ერთი შემქმნელის ირჟი სობეკის თქმით, მეცნიერებმა ამ მიმართულებით მუშაობა ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ დაიწყეს, როდესაც მესამე სამყაროს რიგმა ქვეყნებმა ფულის კუპიურებიდან სხვადასხვა დაავადებების გავრცელების შესახებ განაცხადეს. ჩეხი სწავლულები გამოეხმაურნენ მოთხოვნას და თუთიისა და ვერცხლის გამოყენებით ანტიბაქტერიული ქაღალდი შექმნეს.

მას შემდეგ კი, რაც 2020 წელს კორონავირუსის პანდემიამ იფეთქა, მეცნიერებმა გადაწყვიტეს ქაღალდისთვის არა მარტო ბაქტერიების, არამედ ვირუსების განადგურების უნარიც მიენიჭებინათ.

შედეგად – შექმნეს ქაღალდი, რომელიც თავის ზედაპირზე მოხვედრილი კორონავირუსის ყველა ნაწილაკს კლავს.

„ჩატარებულმა ტესტირებამ აჩვენა, რომ ქაღალდის ზედაპირზე ყველა ვირუსი ათ წუთში 70%-ით ნადგურდება, ხოლო ნახევარ საათში კორონავირუსი მთლიანად ნადგურდება“, — განაცხადა ირჟი სობეკმა.

ახლა ქიმიკოსები იმაზე მუშაობენ, რომ კიდევ უფრო დააჩქარონ ვირუსების განადგურების პროცესი.

ჩეხ სწავლულებს მიაჩნიათ, რომ მათი „ანიკოვიდური ქაღალდი“, რომელსაც ანალოგი არ აქვს მსოფლიოში, ფართოდ იქნება გამოყენებული ფულის კუპიურებისა და სხვადასხვა დოკუმენტების დამზადებაში. უახლოეს პერიოდში ქვეყანაში პირველი 10 ტონა „ანიკოვიდური ქაღალდის“ წარმოება იგეგმება.

 

თემები:
მსოფლიო და მეცნიერება (606)

მთავარი თემები