დრონი კატასტროფას შეესწრო: მსოფლიოს უდიდესი ობსერვატორია დაინგრა – ვიდეო

© AFP 2024 / RICARDO ARDUENGOარესიბოს ობსერვატორია
არესიბოს ობსერვატორია - Sputnik საქართველო
გამოწერა
1974 წელს სწორედ „არესიბოდან“ გაიგზავნა კოსმოსში უცხოპლანეტური ცივილიზაციებისთვის განკუთვნილი დაშიფრული რადიოგზავნილი, რომელიც სამ ძირითად ინფორმაციას შეიცავდა დედამიწის შესახებ.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული სამეცნიერო ფონდი აქვეყნებს ვიდეოს, რომელზეც მსოფლიოს ყველაზე დიდი ასტრონომიული ობსერვატორიის „არესიბოს“ ნგრევაა აღბეჭდილი.

გავრცელებული ინფორმაციით, პუერტო-რიკოში მდებარე „არესიბოზე“ ნგრევა 1 დეკემბერს მოხდა, მას შემდეგ, რაც ტელესკოპის სარკის თავზე ბაგირებით დამაგრებული ანტენა ჩამოვარდა.

შემთხვევა დრონმა გადაიღო, რომელიც მანამდე რადიოტელესკოპის მდგომარეობის შესწავლის მიზნით გაუშვეს.

ცნობილი ხდება, რომ ერთ-ერთი დამხმარე ბაგირი ჯერ კიდევ აგვისტოში გაწყდა და ტელესკოპის ამრეკლის სარკე დააზიანა, რის გამოც სამეცნიერო დაკვირვებები შეწყდა. ნოემბერში კი ძირითადი ბაგირი გაწყდა და კიდევ მეტად დააზიანა ტელესკოპი. ამის შემდეგ ხელმძღვანელობამ „არესიბოს“ ექსპლუატაცია შეწყვიტა.

„არესიბო“ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე დიდი რადიოტელესკოპია, რომელიც 57 წლის განმავლობაში მუშაობდა. 1974 წელს სწორედ ამ ტელესკოპიდან გაიგზავნა ვარსკვლავთგროვა М13-სკენ უცხოპლანეტური ცივილიზაციებისთვის განკუთვნილი დაშიფრული რადიოგზავნილი. М13 ჰერკულესის თანავარსკვლავედში მდებარეობს და დედამიწიდან 25 ათასი სინათლის წლითაა დაშორებული. გზავნილში მეცნიერებმა დაშიფრეს მონაცემები ადამიანის დნმ-ის, მზის სისტემისა და ასევე დედამიწაზე არსებული ძირითადი ქიმიური ელემენტების შესახებ. 

 

ყველა ახალი ამბავი
0