07:39 22 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0064
  • 100 RUB4.4826
  • USD3.3010
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
102 0 0

მანამდე ფრინველის გრიპის აფეთქება დაფიქსირდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, ნიდერლანდებში, დიდ ბრიტანეთში და სხვა ქვეყნებში.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ნოემბრის დასაწყისიდან დღემდე იაპონიაში ორი მილიონი ქათამი გაანადგურეს ფრინველის გრიპის აფეთქების გამო, იუწყება სააგენტო Kyodo.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ერთი სეზონისთვის.

ფრინველის გრიპით ინფიცირების პირველი შემთხვევა იაპონიაში წელს ნოემბრის დასაწყისში აღმოაჩინეს ქალაქ მიტოიოს ფერმაში. ამის გამო მის მფლობელებს 330 ათასი ქათმის განადგურება მოუხდათ. ამის შემდეგ ხელისუფლებამ მიტოიოდან 10 კმ რადიუსში მდებარე ყველა ფერმას აუკრძალა ქათმების გაყიდვა.

თუმცა მოგვიანებით ფრინველის გრიპმა იაპონიის სხვა რეგიონებშიც იფეთქა. დღეისათვის გრიპის კერები ქვეყნის ოთხ პრეფექტურაშია აღმოჩენილი — კაგავაში, ფუკუოკაში, ჰეგოსა და მიიაძაკიში.

მანამდე ფრინველის გრიპის შემთხვევები დაფიქსირდა ბელგიაში, გერმანიაში, საფრანგეთში, ნორვეგიაში, დანიასა და ნიდერლანდებში. ინფექციასთან ბრძოლის ფარგლებში ევროპის სახელმწიფოებში ასობით ათასი ქათამი გაანადგურეს.

ორი დღის წინ დაავადებამ თავი იჩინა დიდ ბრიტანეთშიც – ხელისუფლებამ ათასობით ინდაურის განადგურების ბრძანება გასცა, და ასევე სამხრეთ კორეაშიც, სადაც ასევე ასობით ათასი იხვი და ქათამი გაანადგურეს.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები