15:15 27 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR4.0032
  • 100 RUB4.3714
  • USD3.3011
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
43 0 0

მანამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ, პირდაპირ ტელეეთერში აცრის სურვილი უკვე გამოთქვა ქვეყნის ყოფილმა სამმა პრეზიდენტმა.

თბილისი, 4 დეკემბერი — Sputnik. ჯო ბაიდენმა გადაწყვიტა მიბაძოს აშშ-ის ექს-პრეზიდენტებს და საჯაროდ აიცრას კორონავირუსზე. ამის შესახებ მან CNN-ის ეთერში განაცხადა.

ბაიდენის თქმით, მას შემდეგ, რაც ქვეყნის ალერგიული და ინფექციური დაავადებების ინსტიტუტის დირექტორი ენტონი ფაუჩი COVID-19-ის ვაქცინის უსაფრთხოებას დაადასტურებს, ის სიამოვნებით მოსინჯავს მას საკუთარ თავზე.

როგორც ბაიდენმა განმარტა, ამერიკელები კარგავენ რწმენას კოვიდ–ვაქცინის ეფექტურობის მიმართ და ამიტომაც გადაწყვიტა, მიბაძოს შეერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტების მაგალითს.

მანამდე კორონავირუსზე პირდაპირ ეთერში აცრის მზადყოფნა უკვე გამოთქვეს ბარაკ ობამამ, ჯორჯ ბუში–უმცროსმა და ბილ კლინტონმა.

 

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები