მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მომავალ წელს მთვარის ზედაპირზე რბოლის გამართვა იგეგმება: ცნობილი გახდა დეტალები

© photo: Pixabay / WikiImagesმთვარის ზედაპირი
მთვარის ზედაპირი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბოლიდების შექმნაში, რომელიც „მაკლარენის“ დიზაინერის პროექტით უნდა აიგოს, სკოლის მოსწავლეების ჩართვა იგეგმება.

თბილისი, 2 დეკემბერი — sputnik. მთვარის ზედაპირზე 2021 წლის ოქტომბერში შეიძლება ისტორიაში პირველი რბოლა გაიმართოს როვერებს შორის, იუწყება გამოცემა NewAtlas.

გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია არა რეალური პილოტების რბოლაზე, არამედ პროექტ Moon Mark-ის ფარგლებში ორი რადიომართვადი როვერის შეჯიბრზე, რაც ონლაინ–რეჟიმში გადაიცემა ტელევიზიით.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში მთვარის ზედაპირზე ორი მინიატურული როვერის „გადასხმაა“ დაგეგმილი, რომელთაგან თითოეულის წონა 2,5 კგ იქნება. ამასთან დაახლოებთ 3 კგ წონისა იქნება ბოლიდების მთვარეზე დასმის მექანიზმი. 

ცნობილი ხდება, რომ McLaren P1-ის სპეციალისტ ფრენკ სტივენსონის დიზაინის როვერებს სკოლის მოსწავლეები შექმნიან.

აღსანიშნავია, რომ პროექტის ტექნიკური დირექტორის ტოდ უოლაჰის თქმით, დედამიწიდან მთვარეზე როვერების დისტანციურ მართვაში პრობლემები არ იქნება.

„ჩვენი აზრით, სიგნალის გადაცემა–მიღებაში მნიშვნელოვანი დაყოვნება გავლენას ვერ მოახდენს რბოლაზე ან ავტომობილების მართვაზე“, — აცხადებს ის.

სპეციალიტის თქმით, Intuitive Machines-თან პარტნიორობის წყალობით პროექტის ორგანიზატორებს საშუალება ექნებათ, გამოიყენონ რბოლის ონლაინ–რეჟიმისას ვიზუალური ეფექტები და ტელემეტრია.

ყველა ახალი ამბავი
0