მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი: ამერიკელი მეცნიერი „კოვიდის“ ახალ შედეგს ასახელებს

© AP Photo / Francisco SecoCOVID 19-ის პანდემია
COVID 19-ის პანდემია  - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამერიკელი პროფესორის თქმით, ახალი ტიპის კორონავირუსით ინფიცირების შემდეგ ზოგი დაავადება ოცი წლით „ახალგაზრდავდება“.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. ნაადრევი დაბერება შეიძლება COVID-19-ის ერთ-ერთი შედეგი იყოს — დაავადების მსუბუქი ფორმის შემთხვევაშიც კი, განაცხადა ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის სისტემური ბიოლოგიის სკოლის პროფესორმა ანჩა ბარანოვამ РИА Новости-სთან საუბრისას.

კორონავირუსი ჩინეთში - Sputnik საქართველო
უჰანელმა მეცნიერებმა COVID-19-ის ხანგრძლივი შედეგები გამოავლინეს

მეცნიერის თქმით, ექიმების ჯგუფმა იმ პაციენტების მდგომარეობა შეისწავლეს, რომლებმაც კორონავირუსული ინფექცია ზომიერი და მსუბუქი ფორმით გადაიტანეს.

„იმ ადამიანების 70%-ში, რომლებმაც ძალიან მსუბუქად იავადეს, ზოგი შინაგანი ორგანოს პათოლოგია დაფიქსირდა. მაგრამ მთავარი პათოლოგია იყო არა გულის, არამედ ძირითადად ცხიმოვანი ჰეპატოზი (ზიანდება ღვიძლი) და პანკრეასის ქსოვილის ცხიმოვანი გადაგვარება“, — აღნიშნა ბარანოვამ.

მეცნიერის განმარტებით, ჩვეულებრივ, ასეთი დიაგნოზი 60 წლის ადამიანებს აქვთ, მაგრამ მათ, ვინც COVID-19 გადაიტანა, ასეთი პრობლემები უკვე 40 წლის ასაკში გამოუვლინდა.

ბარანოვას დასკვნით, კორონავირუსს „მიაქვს რესურსები და აახლოებს სიბერეს“. თუმცა მან იქვე დასძინა, რომ დაავადების შედეგები აუცილებლად გულდასმით არის შესასწავლი ხანგრძლივი კოჰორტული გამოკვლევებითა და ანალიზებზე დეტალური დაკვირვების გზით.

ყველა ახალი ამბავი
0