თუ ახლა არ გამოვა: ტრამპმა მინიშნება გააკეთა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე

© AP Photo / Andrew Harnikდონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტი კვლავ არ აღიარებს არჩევნებში მარცხს და სასამართლოებში წინასწარი შედეგების გასაჩივრებას განაგრძობს.

თბილისი, 2 დეკემბერი — Sputnik. აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა მიანიშნა მხარდამჭერებს, რომ 2024 წელს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს, თუ წლევანდელ არჩევნებში გამარჯვებას ვერ შეინარჩუნებს, იუწყება გამოცემა Politico.

„ეს იყო შესანიშნავი ოთხი წელი. ჩვენ ვცდილობთ გვქონდეს კიდევ ოთხი წელი. თუ არ გამოვიდა, შევხვდებით ოთხი წლის შემდეგ“, — ციტირებს გაზეთი ტრამპის სიტყვებს, რომლებიც მან რესპუბლიკური პარტიის ეროვნული კომიტეტის წევრებთან შეხვედრისას წარმოთქვა.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„ათასობით გარდაცვლილმა მისცა ხმა“ - ტრამპი ისევ აღშფოთებულია

მანამდე ტრამპის განზრახვაზე, მონაწილეობა მიიღოს მომავალ არჩევნებში, ზოგი ამერიკული მედიასაშულება უკვე წერდა. მაგალითად, როგორც გაზეთი New York Times იუწყებოდა, დონალდ ტრამპი თავის კანდიდატურას მაშინვე წამოაყენებს პრეზიდენტის პოსტზე, როგორც კი ჯო ბაიდენის გამარჯვება წლევანდელ არჩევნებში ოფიციალურად დადასტურდება. ასევე Daily Beast წყაროებზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მოქმედი პრეზიდენტი ბაიდენის ინაუგურაციის დღესვე ან იმავე კვირაში აპირებს 2024 წლის არჩევნებში თავისი კანდიდატურის წამოყენებას.

როგორც ცნობილია, დონალდ ტრამპი არ აღიარებს დემოკრატი ჯო ბაიდენის გამარჯვებას არჩევნებში, რაზეც წინასწარი მონაცემები მიუთითებს, და რამდენიმე შტატში კენჭისყრის შედეგებს ასაჩივრებს.

ყველა ახალი ამბავი
0