მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ჯორჯიაში გამოძიება დაიწყო: სენატის არჩევნების მეორე ტურში სხვა შტატების მოსახლეობას რთავენ

© AP Photo / Matt Yorkაშშ-ის სახელმწიფო დროშა
აშშ-ის სახელმწიფო დროშა - Sputnik საქართველო
გამოწერა
თუ ვის ხელში აღმოჩნდება სენატზე კონტროლი, ჯორჯიაში 5 იანვარს უნდა გადაწყდეს არჩევნების მეორე ტურში, სადაც ერთბაშად სენატის ორი მანდატი დევს ფსონზე.

თბილისი, 1 დეკემბერი — Sputnik. შტატ ჯორჯიის (აშშ) ხელისუფლებამ გამოძიება დაიწყო რამდენიმე ორგანიზაციის მიმართ, რომლებიც სხვა შტატების მოსახლეობას მოუწოდებენ, მონაწილეობა მიიღონ კონგრესის ზედა პალატის არჩევნების მეორე ტურში, რომელიც ჯორჯიაში უნდა გაიმართოს, განაცხადა შტატის რესპუბლიკელმა ვიცე-გუბერნატორმა ბრედ რაფენსპერგერმა პრესკონფერენციაზე.

დონალდ ტრამპი - Sputnik საქართველო
„ათასობით გარდაცვლილმა მისცა ხმა“ - ტრამპი ისევ აღშფოთებულია

აღსანიშნავია, რომ სწორედ 5 იანვრის არჩევნების მეორე ტურზეა დამოკიდებული ძალთა თანაფარდობა კონგრესში.

ვიცე-გუბერნატორის თქმით, საუბარია ორგანიზაციებზე America Votes, Vote Forward და New Georgia Project-ზე, რომლებიც, ვიცე–გუბერნატორის თმით, „სხვა შტატებიდან არეგისტრირებენ ხალხს ჯორჯიაში ხმის მისაცემად“.

„ამ გვერდით ჯგუფებს ეკრძალებათ უკანონო კენჭისყრისთვის ხელშეწყობა. თუ ისინი ამას აკეთებენ, პასუხსაც აგებენ“, — აღნიშნა რაფენსპერგერმა.

მან მოუწოდა შტატის ამომრჩევლებს, არ აყვნენ პროვოკაციულ მცდელობებს, რომლებიც არჩევნების მეორე ტურის ბოიკოტირებას ისახავს მიზნად და ამისკენ მოუწოდებს ჯორჯიელებს.

„ის, ვინც ბოიკოტისკენ მოგიწოდებთ, თქვენ მხარეს არ არის“, — მიმართა შტატის ვიცე-გუბერნატორმა მოსახლეობას.

ტელეარხ ABC-ს მონაცემებით, რომლის ეთერითაც გადიოდა რაფენსპერგერის პრესკონფერენცია, რესპუბლიკურ პარტიას არჩევნების შედეგად სენატში (სულ 100 ადგილი) ამ დროისათვის 50 ადგილი აქვს მოპოვებული, დემოკრატებს — 48. თუ ვის ხელში აღმოჩნდება სენატის კონტროლი, 5 იანვარს უნდა გადაწყდეს ჯორჯიაში არჩევნების მეორე ტურში, სადაც ერთბაშად სენატის ორი მანდატი დევს ფსონზე.

 

ყველა ახალი ამბავი
0