02:35 19 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9801
  • 100 RUB4.4446
  • USD3.2994
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
მსოფლიო დღეს (2471)
102 0 0

თავიდან მშვიდობიანი აქცია არეულობებში მას მერე გადაიზარდა, რაც პოლიციის მისამართით მომიტინგეებმა ბოთლები და ფოიერვერკები ისროლეს, სამართალდამცველებმა კი საპასუხოდ ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს

თბილისი, 28 ნოემბერი - Sputnik. მედიის თავისუფლების მხარდამჭერი მასობრივი მანიფესტაცია პარიზში არეულობებში გადაიზარდა, იუწყება РИА Новости.

საფრანგეთის უმსხვილესი პროფკავშირების ორგანიზებით გამართულმა აქციამ მონაწილეთა უზარმაზარი რაოდენობა შეკრიბა. მომიტინგეები 14:00 საათზე მსვლელობით გაემართნენ რესპუბლიკის მოედნიდან ბასტილიის მოედნის მიმართულებით.

მსვლელობაში მონაწილეობა მიიღეს შემდეგი უმსხვილესი ფრანგული მედიის წარმომადგენლებმა - გაზეთი Monde, ჟურნალი Paris Match, რადიოსადგური RFI, ასევე საერთაშორისო ორგანიზაცია „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“. გარდა ამისა, მანიფესტაციას შეუერთდნენ ადვოკატები, როლებიც აქციაზე შავ მანტიებში გამოწყობილები გამოცხადდნენ, და ზოგიერთი პარლამენტარები. კოლონაში ყვითელჟილეტიანებიც ჩანდნენ.

საათნახევარში მშვიდობიან დემონსტრაციას შეუერთდა შავ სამოსში გამოწყობილი ადამიანების მრავალრიცხოვანი ჯგუფი. ისინი ჯერ პოლიციის მისამართით შეურაცხმყოფელ შეძახილებს გაჰყვიროდნენ, შემდეგ კი ძალოვანებს ბოთლები და ფოიერვერკები ესროლეს. ხულიგნებმა ასევე ნაგვის დიდ კონტეინერს ცეცხლი წაუკიდეს.

პოლიციელებმა უკან დაიხიეს და ამავე დროს ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

კანონპროექტის არსი

სამშაბათს, საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ პირველი მოსმენით მხარი დაუჭირა კანონპროექტს „გლობალური უსაფრთხოების შესახებ", რომლის 24-ე მუხლი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთას და 45 ათასი ევროს ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს „პოლიციელის ან ჟანდარმის სახის ან იდენტიფიკაციის სხვა ელემენტის გამოსახულებისათვის, მათი ფიზიკური ან ფსიქიკური ხელშეუხებლობისთვის აშკარა ზიანის მიყენების მიზნით”.

ცვლილებაში, რომელიც ამ მუხლში შევიდა, ზუსტდება, რომ ეს ზომა ვერ დაარღვევს ინფორმაციის ცოდნის უფლებას.

სტატიამ მკვეთრი კრიტიკა გამოიწვია ჟურნალისტების საზოგადოებაში. მედიის თანამშრომლები ფიქრობენ, რომ კანონპროექტის მიღების შემთხვევაში სიტყვის თავისუფლებას ზიანი მიადგება, რადგან მანიფესტაციების დროს ძალოვანების ქმედებების გადაღება შეუძლებელი გახდება.

მთავრობაში კი განაცხადეს, რომ დოკუმენტი ამ უფლებას არ არღვევს.

პარიზში ამ კანონპროექტის წინააღმდეგ აქციები რამდენიმე დღის განმავლობაში არ წყდება. ბევრჯერ მანიფესტაციები დემონსტრანტების და პოლიციის შეტაკებებით დასრულდა.

თემები:
მსოფლიო დღეს (2471)

მთავარი თემები