12:46 28 იანვარი 2021
პირდაპირი ეთერი
  • EUR3.9982
  • 100 RUB4.3752
  • USD3.2969
მსოფლიოში
მოკლე ბმულის მიღება
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1304)
394 0 0

გერმანელი ეპიდემიოლოგი ევროპელებს უყურადღებობაში სდებს ბრალს, რამაც შეუწყო კიდეც ხელი კორონავირუსის გლობალურ გავრცელებას.

თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. ამ დროისათვის მსოფლიოში კორონავირუსის იტალიური შტამია გავრცელებული, რომელმაც ქვეყნის ჩრდილოეთში განიცადა მუტაცია და ამას ყურადღება არავინ მიაქცია, განაცხადა გერმანელმა ეპიდემიოლოგმა ალექსანდერ კეკულემ ტელეარხ ZDF-ის ეთერში.

„გლობალური პანდემიისთვის სასტარტო გასროლა ჩრდილოეთ იტალიაში მოხდა“, — აღნიშნა ეპიდემიოლოგმა.

მისი თქმით, დღეისათვის COVID-19-ით დაავადებულთა 99% სწორედ იტალიური შტამითაა ინფიცირებული.

კეკულეს განმარტებით, კორონავირუსი SARS-nCov-2, რომელიც პირველად ჩინეთის უჰანში გაჩნდა, შეუმჩნევლად ვრცელდებოდა იტალიაში რამდენიმე კვირის განმავლობაში, რამაც მას მუტაციისა და ადამიანებზე კარგად ადაპტაციის საშუალება მისცა.

გერმანელი ექიმი ევროპელებს სერიოზულ შეცდომად უთვლის იმას, რომ თავიდანვე არ მიაქციეს შესაბამისი ყურადღება კორონავირუსის საფრთხეს და ის არავინ აღიქვა სერიოზულად. და ეს მაშინ, როდესაც ისეთი ვირუსები, როგორიც COVID-19-ის აღმძვრელია, ვრცელდება არა დღეების, არამედ საათების განმავლობაში, განსაკუთრებით, წელიწადის ცივ სეზონზე, როცა პირველად იჩინა კიდეც თავი ვირუსმა.

თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში (1304)

მთავარი თემები